პუბლიკაციები
ბატონო კალაძე! ხომ გინდათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს საპარლამენტო არჩევნები? - საქინფორმის ღია წერილი თბილისის მერსა და მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს

 საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი.

       ბატონო კახი!

   14 თებერვალს საქინფორმმა გაგაფრთხილათ, რომ დედაქალაქში საბოტაჟი დაიწყო - უგულავას დაკავების დღეს თელასმა ჩუღურეთის რაიონში დენი მთელი ღამით გამორთო და მომდევნო დღეებშიც კიდევ 8-ჯერ გათიშა. საქინფორმმა გაგაფრთხილათ, რომ ეს გაკეთდა მოქმედი ხელისუფლებით მოსახლეობის უკმაყოფილების გამოსაწვევად, რასაც, სავარაუდოდ, ხანძრები მოჰყვებოდა, რაც საქართველოში არაერთხელ მომხდარა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროიდან.

საქინფორმი, სამწუხაროდ, მართალი აღმოჩნდა - ზემოხსენებული ღია წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ჯერ ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე თბილისის მერიის საწყობი დაიწვა, შემდეგ კი თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებლის ვაგონსა და ქუთაისის ბაზარს ცეცხლი წაეკიდა.

დღეს საქინფორმი გატყობინებთ, რომ საბოტაჟს შეუერთდა კომპანია Georgian Water & Power LTD (შემდგომში ტექსტში "თბილწყალკანალი"). 15 თებერვალს, იმავე ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის ქუჩაზე (№34 სახლის მოპირდაპირედ), გზის სავალ ნაწილზე მილსადენი გასკდა და წყალი, რომელმაც ასფალტიდან ამოხეთქა, დღემდე მოედინება მარჯვენა მხარეს, აღწევს საცხოვრებელი სახლების საძირკვლებსა და სარდაფებში, რომელთა უმეტესობა დაახლოებით 100 წლისაა.

მაცხოვრებელთა, ქართული ოცნების“ რაიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობის, ასევე საქინფორმის რედაქციის სატელეფონო ზარებმა - თბილწყალკანალში“, თბილისის მერიის „ცხელ ხაზზე“ და გამგეობაში - შედეგი არ გამოიღო. ეს კერძო კომპანიაა, რომელსამიუფურთხებია მერთვისაც და ქართულოცნებისთვისაც!” იჩივლეთ, რამდენიც გინდათ, წერეთ და იკითხეთ! ”, - „მეგობრულად“ ურჩევდნენ საქინფორმს გამოცდილი ჩინოვნიკები.

ხოლო შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა „თბილწყალკანალის“ წარმომადგენლებმა, თავხედურად მოატყუეს ქუჩაში გამოსული ხალხი - აქაოდა, ჩვენ არაფერ შუაშვართ, პოლიციის პატრულგვიკრძალავს ქუჩის გადაკეტვას სარემონტო სამუშაოებისთვის! რის შემდეგაც საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი დაუკავშირდა შსს გენერალურ ინსპექციას და ოპერატიულად მიიღო პასუხი: არც ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციადა არც ჩუღურეთის რაიონის საპატრულო პოლიციაარავისთვის არაფერი აუკრძალავს და მათთვის საერთოდ არ მიუმართავთ თბილწყალკანალიდან“!

ბატონო კახი!

   საქართველოს დედაქალაქის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რომლის მერიც დღეს თქვენ ბრძანდებით, არ ახსოვს, რომ თბილისის მერი (ამავდროულად - მმართველი პარტიის გენერალური მდივანი!) არ აკონტროლებდეს მთავარსაქალაქო სამსახურებსა და ორგანიზაციების მუშაობას. გახსოვთ არკადი რაიკინის ცნობილი გამოსვლა უკუღმა შეკერილ კოსტიუმში, რადგან სახელოები - ერთმა მკერავმა, ჯიბეები - მეორემ, ხოლო ღილები - მესამემ მიაკერა?! ასეა ჩვენშიც: თბილისის მერია არემონტებს გზებს, აგებს ასფალტს და ცვლის ბორდიურებს, მიუხედავად იმისა, რომ მიწაში მდებარე კომუნიკაციები საჭიროებს რემონტს, მაგრამ მათი შეხების უფლება არ აქვს! და აი მეორე დღეს, ექსკავატორებმა თხრიან ახალდაგებულ ასფალტს, გამსკდარი წყლის, გაზის ან საკანალიზაციო მილის გამო, შემდეგ კი ქალაქის მერია ამ ადგილას ასფალტის ნაკერებს ადებს. ამბობენ, რომ კერძო კომპანიები, რომლებსაც გაფორმებული აქვთ კონტრაქტები მერიასთან, ამ გზით "ათეთრებენ" უზარმაზარ თანხებს. დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით კრიმინალებზე, მაგრამ მათი ხელმძღვანელები რომ "ნაციონალები" არიან, ეს ფაქტია! საპარლამენტო არჩევნების წინ თბილისელები ძალაუნებურად ადარებენ დედაქალაქში არსებულ სიტუაციას ნაცმოძრაობის მმართველობის ხანასთან და ეს შედარება ხშირად ქართული ოცნების სასარგებლოდ როდი მეტყველებს, რაც უდავოდ აისახება კენჭისყრის შედეგებზე ოქტომბერში.

P.S. სხვათა შორის, თბილისელებს აინტერესებთ - "ზარალა" ჯერ კიდევ "თბილწყალკანლის" წილა?

საქინფორმის რედაქცია