სამართალი
ანკარაში „Sputnik-თურქეთის“ თანამშრომლების სახლებში ნაციონალისტები შეიჭრნენ

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. ნაციონალისტების ჯგუფებმა ანკარაში მცხოვრები „Sputnik-თურქეთის“ სამი თანამშრომლის ბინებში შეჭრა სცადეს, იუწყება პორტალი Sputnik-Turkiye.

ანკარაში 29 თებერვალს მოსკოვის დროით დაახლოებით 22:30-23:00 საათზე ჩვენი სამი თანამშრომლის ბინებში შეჭრა სცადეს ადამიანების ორგანიზებულმა ჯგუფებმა, რომლებიც ნაციონალისტურ ლოზუნგებს, შეურაცხმყოფელ სიტყვებსა და მუქარებს სკანდირებდნენ, თავდამსხმელები კარების შემტვრევას ცდილობდნენ“, - წერს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს და ტელეარხ RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი.

მას გაუჩნდა კითხვა - როგორ შეიტყვეს თავდამსხმელებმა „არც ისე საჯარო თანამშრომლების“ მისამართები და სამართალდამცავი ორგანოების რეაქციას ელოდება.

ჩემს ბებიებს ახლა დეჟავიუ ექნებოდათ“, - ხაზ უსვამს ის. სიმონიანი გულისხმობს სომხების გენოციდს, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.

სიმონიანი ასევე აღნიშნავს, რომ უკვე ცხრა საათის განმავლობაში ვერ უკავშირდება საკუთარ თანამშრომლებს ანკარაში, მას შემდეგ რაც მათ პოლიციას მიმართეს.