უცხოეთი
ანგელა მერკელი ვარაუდობს, რომ კორონავირუსით გერმანიაში მოსახლეობის 70 პროცენტი დაინფიცირდება

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ კორონავირუსით ქვეყნის მოსახლეობის 60-70 პროცენტი დაინფიცირდება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ბერლინში, კორონავირუსთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ესწრებოდა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ქვეყნები უნდა მობილიზდნენ, გერმანია კი ამ კრიზისს დეცენტრალიზებული ფორმით შეეჭიდება.

„ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როდესაც ბევრი რამ არ ვიცით და რაც არ ვიცით, იმას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. როდესაც ვირუსი ტრიალებს, მოსახლეობას არ აქვს იმუნიტეტი და არ არსებობს თერაპია, ესე იგი, მოსახლეობის 60-70 პროცენტი დაინფიცირდება“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

1tv.ge