უცხოეთი
დონალდ ტრამპი - უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც უახლოესი 14 დღის განმავლობაში ბრიტანეთსა და ირლანდიაში იმყოფებოდნენ, აშშ-ში ვერ ჩამოვლენ

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც უახლოესი 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, აშშ-ში ვერ ჩავლენ, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა გააკეთა.

დონალდ ტრამპის თქმით, აღნიშნული შეზღუდვა გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდას უკავშირდება.

ახალი შეზღუდვები ძალაში 16 მარტს შევა. გამონაკლისი დაიშვება აშშ-ის მოქალაქეებისა და „მწვანე ბარათის“ მფლობელებისთვის, რომელთაც 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწვეთ.

მანამდე, აშშ-მა ანალოგიური შეზღუდვა შენგენის ზონაში შემავალ 26 ქვეყანას დაუწესა.

1tv.ge