პოლიტიკა
სამშობლოში დაბრუნების მოსურნე საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს არანაირი შეზღუდვები არ ექნებათ - ზურაბ აბაშიძე

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. „საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ სამშობლოში დაბრუნების, არანაირი შეზღუდვები არ ექნებათ“, - ამასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან რუსეთში, ან პირიქით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში, სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ სახმელეთო ან საჰაერო მარშრუტით დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში.

პრემიერ-მინისტრის დავალებით დავუკავშირდი გრიგორი კარასინს და განვიხილეთ საკითხი დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის, ორი ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ. საუბრის დროს ითქვა, რომ საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ სამშობლოში დაბრუნების, არანაირი შეზღუდვები არ ექნებათ. ანუ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან რუსეთში, ან პირიქით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში, თუკი მათ სურვილი ექნებათ, შეეძლებათ, სახმელეთო ან საჰაერო მარშრუტით დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე განცხადებით, შეზღუდვები არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.

ინტერპრესნიუსი