საზოგადოება
მსოფლიოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო, თანათავმჯდომარეებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გადადეს

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება 2020 წლის 31 მარტს - 1 აპრილს დაგეგმილი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის გადადებასთან დაკავშირებით.

თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციები მოლაპარაკებების მონაწილეებს მოგვიანებით შესთავაზებენ გადადებული რაუნდის გამართვის თარიღს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მანდატისა და პრაქტიკის საფუძველზე.