სამართალი
მარნეულსა და ბოლნისში შემოწმებული 20 ათასზე მეტი ადამიანიდან ტემპერატურა მხოლოდ 25-ს დაუფიქსირდა - ირაკლი ჩიქოვანი

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში სპეციალურმა ჯგუფებმა 20 ათასზე მეტი ადამიანი შეამოწმეს და მათგან ტემპერატურა მხოლოდ 25-ს დაუფიქსირდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იმ ადამიანებისგან, ვისაც სიცხე დაუფიქსირდა, საყურადღებო მხოლოდ ორია.

იცით, რომ დავიწყეთ ინფორმირებასთან ერთად გარკვეული შემოწმებები ორივე რაიონის. ჯგუფებმა, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართვლობის წარმომადგენლებითა და მედიკოსებით, უკვე შეძლეს 20 ათასზე მეტი ადამიანის მონახულება, ატარებენ გარკვეულ გამოკითხვებს, უზომავენ სიცხეს და ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. აქედან მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე, აქედან საყურადღებო იყო ორი და შესაბამისად ისინი მოთავსებულები არიან საავადმყოფოში მარნეულში“, - განაცხადა ჩიქოვანმა.