რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: კორონავირუსი COVID-19 დაგვანახვებს - შეძლებს თუ არა საქართველო რუსეთის გარეშე ცხოვრებას

     რატომ არის რუსეთში COVID-19 საქართველოსთვის სახიფათო

     კორონავირუსი, რომელიც იმდენად პაწაწინაა, რომ მისი დანახვა მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება, მსოფლიოს ყველა არმიაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა! პატარა საქართველო COVID-19-თან ბრძოლაში აშშ-სა და ევროკავშირზე ძლიერი აღმოჩნდა! ნიშნავს თუ არა ეს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება გადახედავს სახელმწიფო პრიორიტეტებს - მიმართავს ყველა არსებულ რესურსს არა ნატოში გაწევრების, ევროკავშირთან ასოცირებისა და აშშ-თან პარტნიორობისკენ, რომელმაც დღეს საკუთარი თავიც ვერ დაიცვა, არამედ ქართველი ხალხის კეთილდღეობისკენ - ჯანდაცვის, დასაქმების, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, განათლებისა და კულტურისთვის - ყველაფრისთვის, რაც საქართველოს ბევრი დიდი არმიის მქონე სახელმწიფოზე ძლიერად აქცევს?

     ნატოს სტანდარტები ავალდებულებს საქართველოს შეიძინოს ძვირად ღირებული შეიარაღება, რომელიც, ამასთან, ვერ აქცევს მას რუსეთის თუნდაც ერთ დივიზიაზე ძლიერად; ევროკავშირის სტანდარტები - დაიცვას შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც საქართველოს რუსეთის ბაზარს ვერ შეუცვლის; ხოლო უვიზო მიმოსვლა შენგენის ქვეყნებთან, რომელმაც საქართველოს კორონავირუსი მოუტანა, ვერ შეუცვლის საქართველოს რუს ტურისტებს. ხოლო როცა რუსეთიდან საქართველოში, კორონავირუსის გამო, მთლიანად შეწყდება ტურისტების ნაკადი, ფულადი გზავნილები და ინვესტიციები, რომლებიც ისედაც შემცირდა პოლიტიკური მიზეზით, ნათელი გახდება - შეძლებს თუ არა საქართველო რუსეთის გარეშე ცხოვრებას. და გადარჩენას, თუ კორონავირუსი აიძულებს თბილისს, დახმარებისთვის მოსკოვს მიმართოს, როგორც აიძულა ევროკავშირის მიერ მიტოვებული იტალია...

     აი რატომ წარმოადგენს დღეს ნებისმიერი (ოპოზიციისა თუ ხელისუფლების - არ აქვს მნიშვნელობა!) განცხადება, რომელიც რუსეთის ყურს ცუდად ხვდება, პირდაპირ მუქარას საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის, მისი მოსახლეობისთვის! აი რატომ საქართველოს მოსახელეობისთვის არის არანაკლებ მნიშვნელოვანი კორონავირუსის დამარცხება რუსეთში, სადაც ცხოვრობს და მუშაობს ბევრი ქართველი, ვიდრე თავად საქართველოში!

რატომ დუმდნენ საქართველოს ამერიკელი და ევროპელი „მეგობრები“

     მას შემდეგ, რაც 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა, ჩვენი დასავლეთელი მეგობრები სამარისებურად დუმდნენ: უცებ შეწყდა ევროპარლამენტარებისა და ამერიკელი კონგრესმენების „აღშფოთებული“ წივილი, რომლებიც ყოველდღიურად „ქართული ოცნებისა“ და მისი თავმჯდომარის მისამართით დასტა-დასტა მრისხანე წერილებს აგზავნიდნენ დემოკრატიის ღალატისა და რუსეთის ხელშეწყობის ბრალდებებით; ტელეეკრანებიდან გაქრნენ „საქართველოში ადამიანის უფლებებით შეწუხებული“ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები, რომლებიც მანამდე აიძულებდნენ ხელისუფლებას ოპოზიციასთან შეხვედრებს, სანამ კონსტიტუცია არ შეაცვლევინეს!

     შიშიც გამო, რომ საქართველო თავის სტრატეგიულ პარტნიორებს სთხოვდა ფინანსური და სამედიცინო დახმარების აღმოჩენას კორონოვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, შეწყდა დასავლეთის პეტიციები რუსეთის მიმართ მოთხოვნით, "შეწყვიტოს საქართველოს მცოცავი ოკუპაცია და გაიყვანოს თავისი ჯარები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთიდან”; შეწყდა დეკლარაციები, რომ "აშშ, ნატო და ევროკავშირი განაგრძობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას" და „ზედმიწევნით აფასებენ მის წვლილს ერაყის, ავღანეისა და ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკის მისიებში".

    მაგრამ ერთი თვის შემდეგ, რაც გაირკვა, რომ საქართველომ, საქართველოს პატრიარქის ლოცვებით, ქართველი ექიმების, პოლიციისა და პრემიერ გახარიას მენეჯმენტის წყალობით, უმკლავდება კორონავირუსს "დასავლელი მეგობრების" დახმარების გარეშე, ხოლო ივანიშვილის ბანკმა „ქართუმ“ გამოთქვა მზადყოფნა, გამოჰყოს ფინანსური დახმარება ნებისმიერი საჭირო მოცულობით, კვლავ გაისმა ჩვენი დასავლელი „მეგობრების“ მისუსტებული ხმები (ალბათ კორონავირუსისგან, რადგან ეპიდემიამ არ დაინდო არც ევროპა და არც აშშ). მაგრამ მათ „ფირფიტა“ მრვეთრათ შეცვალეს - მაგალითად, ნატოს გენერალურმა მდივანმა დაურეკა საგაეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს, რათა დარწმუნებულიყო, რომ კორონავირუსმა არ გააუქმა "ნატო-საქართველოს თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში"; ხოლო ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებმა გამოთქვეს „მადლიერება და აღტაცება საქართველოს მთავრობის ქმედებებით“ (ევროკავშირის ელჩმა ისიც კი განაცხადა, რომ „საქართველო არის საუკეთესო ადგილი, სადაც ახლა ის შეიძლებოდა აღმოჩენილიყო“).

   ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამიერიდან ჩვენი „დასავლეთელი მეგობრები“ უკვე აღარ წაუკითხავენ ნოტაციებს საქართველოს ხელისუფლებას და აღარ ასწავლიან დემოკრატიას, პირიქით - მის მაგალითს მიბაძავენ?

რატომ ამზადებს სააკაშვილი კორონავირუსით დაავადებულთა დესანტის გადმოსმას საქართველოში

     მას შემდეგ, რაც ნატომ პანდემიის გამო გააუქმა „Defender Europe 2020“-ის წვრთნები, რომლის ფარგლებშიც იგეგმებოდა საჰაერო დესანტის გადმოსმა საქართველოს ტერიტორიაზე, სააკაშვილმა გადაწყვიტა საქართველოში საჰაერო დესანტის გადასმა მისი 3-4 ათასი მხარდამჭერისგან იტალიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და თურქეთიდან, რომელთა უმეტესობა კორონავირუსით არის დაავადებული. ესენი ძირითადად უსახლკაროები და კრიმინალური ელემენტები არიან, რომელთაც დასაკარგი არაფერი აქვთ, რომელთაც არ გააჩნიათ არც საბუთები და არც ფული უკან დასაბრუნებელი ბილეთისთვის, ამიტომაც დაუკავშირდნენ არა საქართველოს საელჩოებს, არამედ სააკაშვილს, რომელიც მათ უფასოდ, საკუთარი ფულით გააგზავნიდა საქართველოში მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით!

უკვე შედგენილია ქართველ დაქირავებულთა სიები, რომლებიც მადლობის ნიშნად სააკაშვილს მის ძალაუფლებას დაუბრუნებენ, უკვე შედგენილია (როგორც უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების დროს, 2013 წლის ნოემბერში, ევრომაიდანის სახელწოდებით) და - ოჰ, თავხედობა! - გადაცემულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის, რომელმაც თანხმობა უნდა მისცეს უკრაინულ ავიაკომპანია SkyUp Airlines-ს ზემოაღნიშნული რეისების განხორციელების ნებართვა! ხოლო ბოლო რეისით „ვარშავა - კიევი - თბილისი“, მის ერთგულ პოლონელებთან ერთად, საქართველოში დაბრუნდება თავად სააკაშვილი, რომელსაც აეროპორტში დახვდებიან უწინ ჩამოსული დაქირავებულები, რამდენიმე ათას მადლიერ მხარდამჭერთან ერთად, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი, ენ-ჯე-ო „ახალი ლიდერებისა“ და „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ფონდის წარმომადგენლები. იმ დროისთვის საქართველო, სააკაშვილის წყალობით, იტალიას დაემსგავსება და მიშას დაჭერის თავი არავის ექნება...

   მხოლოდ სააკაშვილს, რომელსაც მფარველობს რომელიღაც ზესახელმწიფოს სპეცსამსახურები, ან თავად სატანა, შეუძლია ემიგრანტთა ბედითა და პანდემიით სპეკულირება! სწორედ ამიტომ სააკაშვილი დღემდე ახერხებს თავი აარიდოს სასამართლო პასუხისმგებლობასა და საქართველოში და უკრაინაში მის მიერ დახოცილი ათასობით ადამიანის ნათესავის შურისძიებას! თავი დავანებოთ ქრესტომათიად ქცეულ, სააკაშვილის მიერ ჩადენილ მრავალრიცხოვან სისხლის სამართლისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს და განვიხილოთ მხოლოდ ბოლოდროინდელი, რომლებიც მას ხახვივით შერჩა:

   გასულ კვირას, მოსახლეობისთვის სამედიცინო ნიღბების დარიგების საბაბით, სააკაშვილის აქტივისტებმა მოაწყეს ჯგუფური თავშეყრა, რაც საგანგებო მდგომარეობით აკრძალულია, მაგრამ ხელისუფლებას არ აუკრძალავს სააკაშვილის პარტიისა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საქმიანობა, რომელიც გამუდმებით თესავს პანიკას, პროვოკაციებსა და დეზინფორმაციას მოსახლეობაში!

   გასული წლის ივნისში, სააკაშვილმა ორგანიზება მოახდინა: 1 - თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაზე ჩამოსული რფ-ის სახელმწიფო დუმის დელეგაციის ხელმძღვანელის, ასამბლეის პრეზიდენტისა და დუმის დეპუტატის გავრილოვის ფიზიკურ შეურაცხყოფას; 2 - რფ-ის პრეზიდენტის პუტინისა და მისი გარდაცვლილი მშობლების სიტყვიერ შეურაცხყოფას „რუსთავი 2“ პირდაპირ ტელეეთერში; 3 - საქართველოს პარლამენტზე წარუმატებელ შტურმს, მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი -
სპეციალურად News Front-თვის

2020 წლის 29 მარტი
საქართველო, თბილისი