საზოგადოება
საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 218 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 50 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.