საზოგადოება
საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი არ არის დრამატული, არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპასა და ამერიკაში - თენგიზ ცერცვაძე

 საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი არ არის დრამატული, არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპასა და ამერიკაში, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ქვეყანაში ზომების გამკაცრება, თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ზომები, რომელიც ამ ეტაპზე ქვეყანაშია, ითვლება, რომ საკმარისია.

საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი არ არის დრამატული, არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპასა და ამერიკაში. ამიტომ ზომების კიდევ უფრო გამკაცრება არ მიმაჩნია საჭიროდ. თუ ექნება ისევ ისეთი უპასუხისმგებლობის გამოვლინებებს ადგილი, როგორსაც მარნეულში ჰქონდა გუშინ, თუ ძალით მოვინდომეთ, რომ ეს ძლივს, თითოეული ჩვენგანის სისხლის ფასად მიღწეული სტაბილიზაცია ჩვენივე ხელით დავანგრიოთ, მაშინ დადგება დღის წესრიგში გამკაცრების აუცილებლობა. გვინდა, ყველას მოვუწოდოთ, რომ დავიცვათ ეს შედარებით რბილი წესები, რომ არ დაგვჭირდეს მათი გამკაცრების აუცილებლობა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.