საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტი პირადი ინიციატივით ახორციელებდა ზეწოლას კიევის ხელისუფლებაზე, განაცხადა აშშ-ში უკრაინის საელჩოს ყოფილმა თანამშრომელმა

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. 2020 წლის 21 მაისს, უკრაინულ ტელეარხზე "1 + 1" საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუს - "Право на владу" ეთერში, პოლიტიკურმა კონსულტანტმა, აშშ-ში უკრაინის საელჩოს ყოფილმა თანამშრომელმა ანდრეი ტელიჟენკომ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტი მოითხოვდა, რომ ოფიციალურ კიევს არ გამოიძიებინა საერთაშორისო კორუფციის ფაქტები და შესაძლო სახელმწიფო ღალატი მამა-შვილი ბაიდენისა და პეტრო პოროშენკოს მონაწილეობით! ირკვევა, რომ სწორედ კენტი იყო დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტისა და სკანდალის ფიგურანტი, რომელმაც ჩვენება მისცა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლოში, - აქაოდა, მან გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას, რადგან ზეწოლას ახორციელებდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკიზე მოთხოვნით, გაგრძელებულიყო უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის ვიქტორ შოხინის მიერ დაწყებული გამოძიება კორუფციის შესახებ ჰოლდინგ „Burisma“-ში, რომელშიც ჩარეული იყვნენ ჯოზეფ და ჰანტერ ბაიდენები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებით იმუქრებოდა. ”უწინ კენტი იყო აშშ–ის ყოფილი ელჩის მარი იოვანოვიჩის მოადგილე უკრაინაში. ის არის НАБУ-ს (უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო) ნათლიმამა. ის არის ადამიანი, ვინც შექმნა НАБУ, ანტიკორუფციული ორგანოები. ის ფაქტობრივად ცდილობდა მანიპულირებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის (უკრაინა) ენინის მეშვეობით, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, კვირაში ერთხელ ან ორჯერ რეკავს და ხელმძღვანელობს პროცესს - რა უნდა გააკეთოს უკრაინამ და რა - არა!”, - თქვა ტელიჟენკომ.

საკითხი დღეს პრინციპულად ეხება მხოლოდ დემოკრატიულ პარტიას, რომელსაც გავლენა აქვს ჯორჯ კენტზე. იგი ამას აკეთებს მხოლოდ მათი ინიციატივით. არავითარი ინიციატივა არც თეთრი სახლიდან, არც სახელმწიფო დეპარტამენტიდან ოფიციალურად, არც მაიკ პომპეოსგან არ არსებობს! ეს ჯორჯ კენტის პირადი ინიციატივაა, რომელსაც შეუძლია პროცესების მართვა. მაგრამ, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ვაშინგტონში სკანდალი იქნება. უკრაინის ხელისუფლებას უბრალოდ არ სჭირდება ასეთი დონის საჯარო მოხელეების განცხადებების მოსმენა. ჩვენ პირდაპირ უნდა ვესაუბროთ პომპეოს ან თეთრ სახლს. ამის შემდეგ ურთიერთობები უკეთესი იქნება ვიდრე საელჩოზე დაყრდნობით”, - დასძინა აშშ-ში უკრაინის საელჩოს ყოფილმა თანამშრომელმა.