უცხოეთი
საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე მაღალი მაჩენებელია. საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 216-ს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილია 113 ადამიანი.
სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 3287 პაციენტი, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 4816-ს შეადგენს.
interpressnews.ge