რელიგია
ილია მეორე - საქართველო ეძებდა უცხოეთში სიმდიდრეს კი არა, ოქროსა და ვერცხლს კი არა, ეძებდა მადლსა

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ყველა წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით ისაუბრა და სამღვდელოება დააჯილდოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მისი თქმით, წმინდანი ცდილობს, იყოს უკეთესი დღეს, ვიდრე გუშინ და სულიერ კიბეზე ადის. პატრიარქის განცხადებით, საქართველო მდიდარია წმინდანებით და ბედნიერია, რომ მადლი უხვად ეფინება ჩვენს ქვეყანას.

საქართველო მდიდარია წმინდანებით. საქართველო ეძებდა უცხოეთში სიმდიდრეს კი არა, ოქროსა და ვერცხლს კი არა, ეძებდა მადლსა. წმინდა სამება აძლევდა მადლსა და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლის ქვეყანა ვართ, მადლი უხვად ეფინება საქართველოს. დღეს არის ყოველთა წმინდანთა დღესასწაული. წმინდანი არ არის კმაყოფილი დღევანდელი დღით, არსებული მდგომარეობით. წმინდანი არის ის ადამიანი, რომელიც ცდილობს, დღეს იყოს უკეთესი, ვიდრე ის იყო გუშინ. სულიერ კიბეზე ადის წმინდანი და მე გისურვებთ თქვენ ყველას რომ, ჩვენ ყველანი ავიდეთ სულიერ კიბეზე“, - განაცხადა ილია მეორემ.

ქადაგების შემდეგ მან სამღვდელოების წარმომადგენლები დააჯილდოვა.

ჩვენი სამღვდელოება თავდადებული სამღვდელოებაა, მოღვაწეობენ, რაც შეუძლიათ და მე ძალიან დიდად ვაფასებ მათ მოღვაწეობას“, - აღნიშნა ილია მეორემ.