პოლიტიკა
ბაიდენის მრჩეველმა სერიულ მკვლელ გიორგი რურუას ოპოზიციის ლიდერი უწოდა და მისი გათავისუფლება მოითხოვა!

 საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და ახლანდელი პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის მრჩეველი, მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ კომპრომისის სურვილი აჩვენა და ახლა გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს. ამ თემაზე მან პოსტი Twitterr-ზე გამოაქვეყნა.

"ქართულმა ოცნებამ კომპრომისზე აღმაფრთოვანებელი სურვილი გამოავლინა და ახლა მან უნდა გაათავისუფლოს ოპოზიციის ლიდერი გიორგი რურუა და გაიაროს საკონსტიტუციო რეფორმები. ქართული დემოკრატია ძლიერია და ოქტომბერში არჩევნებისგან სარგებელს მიიღებს", — წერს მაიკლ კარპენტერმა.

გიორგი რურუა ერთ-ერთია იმ პატიმრებს შორის, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში მოითხოვდა. ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო აცხადებენ, რომ ის პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული და მისი გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

გიორგი რურუას გათავისუფლების მოწოდებებს მმართველ პარტიას უგზავნიან ევროპარლამენტიდანაც. ისინი აცხადებენ, რომ 8 მარტის შეთანხმება მთლიანად უნდა შესრულდეს.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი უფლებადამცველი და პარტნიორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი მას საერთოდ არ უნახავს.

მოგვიანებით პროკურატურამ გიორგი რურუას ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის განცხადებით, ბრალს დაემატება ახალი მუხლი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შესახებ. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-სა და ხელის კვლევების ნიმუშის აღების თაობაზე. მიმდინარე წლის 15 იანვარს კი გამომძიებელმა განაცხადა, რომ რურუასგან დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლობით აიღეს.