სამართალი
გახარია — ოპოზიციას: ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულიანტები ხართ, პატარა ლექცია უნდა წაგიკითხოთ ეხლა! (ვიდეო)

 საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულიანტები ხართ და მეტი არაფერი, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციას პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდგომ დასმულ შეკითვებზე პასუხისას (ვიდეო იხ. აქ).

პრემიერი ასევე გამოეხმაურა ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის შეკითხვას და აღნიშნა, რომ სირცხვილია, როდესაც გარდაცვლილი ადამიანების სახელით და პირადი ტრაგედიებით ოპოზიცია სპეკულირებს.

უკიდურესად მძიმე საყურებელია, როდესაც გაკოტრებული ოპოზიცია იმის მაგივრად, რომ პარლამენტში შინაარსობრივად რამეზე საუბრობდეს, გარდაცვლილ ადამიანებზე საუბრობს და პირადი ტრაგედიებით მანიპულირებს. მე გეუბნებით ჩემს შეფასებას, რომ სირცხვილია, როდესაც გარდაცვლილი ადამიანების სახელით და პირადი ტრაგედიებით ყოველ აქ მოსვლაზე თანმიმდევრულად რომ სპეკულირებთ. ეს იცით რას აჩვენებს? - ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულიანტები ხართ და მეტი არაფერი“,- მიმართა პრემიერმა საპარლამენტო ოპოზიციას.