უცხოეთი
„დოიჩე ველე“ - დიმიტრი მედვედევის მეუღლე „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევით რუსეთიდან ბარსელონაში ჩაფრინდა

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. „დოიჩე ველეს“ ცნობით, რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მეუღლის თვითმფრინავი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევით ბარსელონაში ჩაფრინდა.

გერმანული გამოცემა ინფორმაციას „კორუფციასთან ბრძოლის ფონდზე“ დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილი ხდება თვითმფრინავი, რომლითაც დიმიტრი მედვედევის მეუღლე ხშირად სარგებლობს, დღეს ბარსელონაში ჩაფრინდა და შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა.

რუსეთში საერთაშორისო სამგზავრო ავიამიმოსვლა აკრძალულია. როგორც რუსული მედია იუწყება, აღნიშნული თვითმფრინავი ივნისში ასევე ჩაფრინდა ლატვიასა და გერმანიაშიც.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნეს თვითმფრინავი სვეტლანა მედვედევას ეკუთვნის.

კორონავირუსის გამო რუსეთმა 27 მარტს შეწყვიტა ჩარტერული და რეგულარული ფრენები, 30 მარტს კი, საზღვრები ჩაკეტა. ივნისში რუსეთის მოქალაქეებს საზღვარგარეთ გამგზავრება მხოლოდ სასწავლებლად, სამუშაოდ და სამკურნალოდ შეეძლოთ.

დოიჩე ველეს ცნობით, რუსეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის მეუღლის თვითმფრინავი კორონავირუსის შეზღუდვების გამო დაწესებული დარღვევით ბარსელონაში ჩაფრინდა. გერმანული გამოცემა ინფორმაციას „კორუფციასთან ბრძოლის ფონდზე“ დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილი ხდება თვითმფრინავი, რომელითაც დმიტრი მედვედევის მეუღლე ხშირად სარგებლობს დღეს ბარსელონაში ჩაფრინდა და შედმეგ მოსკოვში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საერთაშორისო სამგზავრო ავიამიმოსვლა აკრძალულია. როგორც რუსული მედია იუწყება, აღნიშნული თვითმფრინავი ივნისში ასევე ჩაფრინდა ლატვიასა და გერმანიაშიც.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ინფორმაციით აღნიშნული ბიზნეს თვითმფრინავი სვეტლანა მედვედევას ეკუთვნის.

კორონავიურსის გამო რუსეთშმა 27 მარტს შეწყვიტა ჩარტერული და რეგულარული ფრენები.30 მარტს კი საზღვრები ჩაკეტა. ივნისში რუსეთის მოქალაქეებს საზღვარგარეთ გამგზავრება მხოლოდ სასწავლებლად, სამუშაოდ და სამკურნალოდ შეეძლოთ.

1tv.ge