საზოგადოება
თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პომპეო განაცხადებს, რომ საქართველო არ არის დემოკრატიული ქვეყანა კორუმპირებული მთავრობით, რომელიც უცხოელი ინვესტორების უფლებებს ემუქრება, საქართველო ვერ მიიღებს 19 მილიონ 800 ათას აშშ დოლარს - საქინფორმი

 საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა სახელმწიფო დეპარტამენტისა და საგარეო ოპერაციების ბიუჯეტს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ საქართველოს სულ მცირე 132 025 000 დოლარით დაეხმარება, თუმცა ქვეყანა იტოვებს უფლებამოსილებას, საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსების 15% გაყინოს, თუ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დაადგენს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებისა და მთავრობაში კორუფციის შესაჩერებელი პროცესები არ მიმდინარეობს.

ამასთანავე, წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში წერია, რომ საქართველო ქვეყნისთვის გამოყოფილი ფინანსების 15% ვერ მიიღებს იმ შემთხვევაშიც, თუ არ განმტკიცდა ანტიკორუფციული კანონმდებლობა, რეგულაციები და არ შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული კანონის უზენაესობა კერძო სექტორისთვის, რაც მოიცავს უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესებისა და ინვესტიციების დაცვას.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აკრძალულია, ბიუჯეტი მოხმარდეს იმ ქვეყნების მთავრობებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს აღიარებენ; ასევე, აკრძალულია ფინანსების მოხმარება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისთვის. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის მიხედვით, ხაზინის სამდივნომ უნდა მოუწოდოს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტების ამერიკელ აღმასრულებელ დირექტორებს, გამოიყენონ საკუთარი ხმები და არ დაუჭირონ მხარი არც ერთ ინსტიტუტს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.

საქინფორმი საჭიროდ მიიჩნევს, კიდევ ერთხელ გამეორთუ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე.

ეკონომიკურ სანქციებთან? არა, თითქმის 20 მილიონი აშშ დოლარის მიზერული თანხა საფრთხეს ვერ შეუქმნის საქართველოს ეკონომიკას, რომელმაც კორონავირუსის გამო ათჯერ და ასჯერ მეტი დაკარგა. მით უმუტეს, ის არ ემუქრება მის პოლიტიკურ ლიდერს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, რომლის თითოეული პროექტი ბიუჯეტი ათჯერ და ასჯერაც კი აღემატება ამ თანხას.

პოლიტიკურ სანქციებთან? სავარაუდოდ, თუმც ცუდად გათვლილთან. რას ამბობს დოკუმენტი სინამდვილეში? რომ მომავალ წელს აშშ დააკლებს რაღაც "კპიკებს" ისედაც "სასაცილო" დახმარებიდან, თუ 1) ოპოზიცია პარლამენტში არ შევა ამა წლის 31 ოქტომბერს. მმართველ პარტიის თანაბრად, 2 - თუ ახალი პარლამენტი არ ჩამოაყალიბებს კოალიციურ მთავრობას, 3 - თუ მილიარდერი და ბიზნესმენი ივანიშვილი სრულად არ ჩამოშორდება ყველა პროცესს, იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა და ქველმოქმედებაც კი, 4 - თუ ციხიდან არ გაათავისუფლებენ სასტიკ სერილ მკვლელ გიორგი რურუა და არ დახურავენ ყველა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეს სააკაშვილის ტელეკომპანია "მთვარი არხის" და ყველა ოპოზიციონერის წინააღმდეგ, 5 - თუ ბოდიშს არ მოიხდიან და უკან არ მიწვევენ ფრონტერას და არ აღადგენენ ღრმაწყლოვანი პორტის ანაკლიის მშენებლობას, ბანკირი ხაზარაძ და კონსორციუმის სხვა ყოფილ წევრებისთვის ბოდიშმოხდით.