პუბლიკაციები
ახალი საარჩევნო სისტემა - ოპოზიციის კოზირი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლაში (ზაზა კობიაშვილი - სპეციალურად საქინფორმისთვის)

     ჩვენი ქვეყნის პარლამენტში ხმის მიცემას ხშირად თან ახლავს სკანდალები და შიდაპოლიტიკური ბრძოლა. ბოლოხანს ეს ბრძოლა "ქართულ ოცნებასა" და საპარლამენტო ოპოზიციას შორის პრაქტიკულად ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. ოპოზიციურ ძალებს არასგზით არ სურთ შეეგუონ, მათი აზრით, შეუზღუდავ ძალაუფლებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების ხელში, ამიტომ აწყობენ მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციებს და ბოიკოტს უცხადებენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლის შემოღებასაც თავად ითხოვდნენ მოქმედი ხელისუფლებისგან! საკუთრივ, საკონსტიტუციო ცვლილებები იქცა შანტაჟის ერთგვარ უნიკალურ ინსტრუმენტად, რაც ბოლო დრომდე აიძულებდა ქართულ ოცნებ“ დათმობებზე წასვლას.

საარჩევნო პროცესში ცვლილებების შეტანის პროცესს საკმაოდ გრძელი ისტორია აქვს და სათავეს იღებს "გავრილოვის ღამიდან". მაშინ, ანტისამთავრობო ლოზუნგებთან ერთად, მომიტინგეებმა მოითხოვეს საქართველოს საარჩევნო სისტემის შეცვლა. ისარგებლა რა შექმნილი სიტუაციით, ოპოზიციურმა მოძრაობამ დაიწყო საპარლამენტო არჩევნების მოდერნიზაციის თემის პოპულარიზაცია, მრავალრიცხოვანი საპროტესტო გამოსვლებისა და პიკეტების მეშვეობით. მოქმედი მთავრობა იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო და 2019 წლის 24 ივნისს, საპროტესტო გამოსვლების ფონზე, პირობა დადო, რომ გაატარებდა რეფორმებს საარჩევნო პროცესში. კერძოდ, ქართული ოცნება დათანხმდა შეემცირებინა პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% -დან 3% -მდე და მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასულიყო 2024 წლისთვის. თუმცა, ოპოზიცია ამით არ დაკმაყოფილდა და საპროტესტო გამოსვლები ახალი ძალით გაგრძელდა. შეთანხმება მიღწეული იქნა მხოლოდ 2020 წლის 8 მარტს, აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენელთა შუამავლობით. კორონავირუსის პანდემიის გამო ცვლილების მიღების პროცესი გადაიდო.

დაახლოებით ერთი თვის წინ, 21 ივნისს გაიმართა კენჭისყრა პირველი მოსმენით საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებების შესახებ. 136 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) 5 წევრმა კი ბოიკოტი გამოუცხადა საარჩევნო პროცესს.

23 ივნისს, მეორე მოსმენით კენჭისყრის დროს, ენმ-ს დემარშს "ევროპული საქართველო" შეუერთდა. პლებისციტზე დამსწრეთაგან „მომხრედ“ ხმა მისცა 115 დეპუტატმა.

29 ივნისს ვითარებამ აპოგეას მიაღწია. გაიმართა კენჭისყრა საბოლოო - მესამე მოსმენით. და შედეგი ზღვარზე აღმოჩნდა. „მომხრედ“ ხმა მისცა 117 დეპუტატმა ენმ-სა და ევროპულ საქართველოს განმეორებითი ბოიკოტის შემდეგ. თუნდაც 5 ხმა რომ ყოფილიყო "წინააღმდეგი", ცვლილებები მეორედ ჩავარდებოდა! შედეგად, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში 120 დეპუტატი აირჩევა პროპორციული სისტემის შესაბამისად, ხოლო 30 - მაჟორიტარული სისტემით. ასევე, შემცირდება პარტიების საარჩევნო ბარიერი - 5% -დან 1% -მდე.

მთლიანობაში, ოპოზიციის მიზანი არაორაზროვანია. იგი მთელი ძალისხმევით ცდილობს "ქართულ ოცნებ" კვანტი დაუდოს. ახლა მილიარდერი ივანიშვილის პარტიას მოუწევს ბრძოლა არა არტო გაერთიანებულ ოპოზიციასთან, არამედ მრავალ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან, რომლებიც, დაბალი საარჩევნო ბარიერის გამო, ადგილებს წაართმევენ მოქმედ სახელისუფლებ პარტიას.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ოპოზიცია ქართულ ოცნებაზე“ ორ იერიშს განახორციელებს: პირველი იქნება პარლამენტში ივანიშვილის მომხრეების ადგილების რაოდენობის შემცირება მცირე პოლიტიკური მოძრაობების ხარჯზე, რომელთაც სახელისუფლებო პარტიის მსგავსი პროგრამა ექნებათ, მაგრამ რომლებთანაც შეუძლებელი იქნება სრულფასოვანი კოალიციის შექმნა. მეორე იერიშს განახორციელებს ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანებულ საპარლამენტო კოალიცია, რომელიც, თუ მთლიანობაში არ შექმნის აბსოლუტურ უმრავლესობას, სერიოზული პოლიტიკური კონკურენტი მაინც იქნება.

ცალკე უნდა შევჩერდეთ ოპოზიციური ძალების საქციელზე ცვლილებების მიღების დროს. მუდმივად მხარს უჭერდნენ რა საარჩევნო სისტემის მოდერნიზაციას და ადანაშაულებენ „ქართულ ოცნებას“ ამ მიმართულებით მოქმედების სურვილის არარსებობის გამო, მათ კატეგორიული უარი განაცხადეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე, ქვეყანაში „პოლიტპატიმრების“ ყოფნის მოტივით (გიორგი რურუას საქმე). მაგრამ მას შემდეგ, რაც კენჭისყრა შედგა და ცვლილებები მიიღეს, ენმ-მ დაიწყო ამ საკითხში თავი გამარჯვებულად გამაოცხადა.

რა თქმა უნდა, მიღებულმა საარჩევნო სისტემამ შესაძლოა შესუსტოს მმართველი პარტიის პოზიცია მოსალოდნელ საპარლამენტო არჩევნებში. და სინამდვილეში, ეს ოპოზიციური ძალების გამარჯვებაა. მათ მიიღეს ის, რაც სურდათ. ღიად რჩება საკითხი, რა მეთოდებით მოქმედებდა ოპოზიცია? ხმამაღალი ლოზუნგებს მიღმა ოპოზიციური ძალები საკმაოდ ხშირად მიმართავდნენ პოლიტიკურ შანტაჟს და ფინალური შედეგი საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინეს. დიდი რისკია იმისა, რომ ადამიანები, რომლებსაც ასეთი საქციელი ახასიათებთ, შეიძლება მსგავსად მოეპყრონ ამომრჩევლისთვის მიცემულ დაპირებებსაც. წინ საპარლამენტო არჩევნებია, ვნებები ბობოქრობს და მხოლოდ დრო გვაჩვენებს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს არჩევნებში.