პუბლიკაციები
რუსეთი თავის ბაზებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთიდან გაიყვანს, თუ საქართველოში არ იქნება ნატოსა და აშშ–ის ბაზები - საქინფორმი

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. ”2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა, მაგრამ ჩვენ ერთი ნაბიჯის წინსვლაც არ გვაქვს აფხაზებთან, ოსებსა და რუსებთან შერიგების გზაზე. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვითარება, როდესაც ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან ამ "რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის უკან გაწვევას და სამხედრო ბაზების გაყვანას და ვისმნთ უარყოფით პასუხს? ველოდებით რამეს?", - ეკითხებიან მკითხველები საქინფორმს 08.08.08 ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით.

საქინფორმი: საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ არჩეული ტაქტიკა - საერთაშორისო ზეწოლა მოსკოვზე - არაპროდუქტიული და ზოგჯერ კონტრპროდუქტიულია, თუ ამ ზეწოლით ვაჭარბებთ. დასავლეთარ დაუწესებია ეკონომიკური სანქციები რუსეთისთვის აფხაზეთისა და სამაჩალოს გამო, როგორც ეს დონბასის გამო გააკეთა, ანუ საქართველო არ არის უკრაინა. საქართველოს ხელისუფლების გეგმის მეორე ნაწილი - კონტაქტების ეკონომიკური მიმზიდველობა თბილისის მიერ კონტროლირებადტერიტორიებთან, უფასო მკურნალობა ნებისმიერ კლინიკაში, უფასო ელექტროენერგია - სწორია, ეს ხელს უწყობს ჩვენს შორის ნდობის აღორძინებას.

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზები მოსკოვისთვის ”რკინის” გარანტია იყო იმისა, რომ საქართველოს, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები აქვს, ნატოში არ მიიღებენ, თუ, რა თქმა უნდა, თბილისი არ აღიარებს აფხაზეთისა და ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას.

მაგრამ ახლახანს, შავი ზღვის რეგიონში და ამიერკავკასიაში (რომელიც რუსეთის მიერ დიდი ხნის წინ გამოცხადდა მისი ეროვნული ინტერესების ზონად) დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებით, სევე ახლო აღმოსავლეთში(ირანი, ავღანეთი, სირია), შეიძლება ნატო-ან აშშ-სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩნდეს ალიანსში მის გაწევრიანებამდე დიდი ხნით ადრე.

ამიტომ, იმისათვის, რომ თავისი სამხედრო ბაზები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გაიყვანოს, რუსეთს ახალი გარანტიები სჭირდება - რომ საქართველო არ დაუშვებს ნატოს ან/და აშშ-ის ბაზების გახსნას თავის ტერიტორიაზე, უკვე გახსნილი საბრძოლო ცენტრებისა და ლუგარის ლაბორატორიის კვალდაკვალ, რომელსაც რუსეთი უწინდებურად პენტაგონის სამხედრო ობიექტად მიიჩნევს.

ოფიციალური თბილისი არ მისცემს ასეთ გარანტიებს მოსკოვს, ამიტომ რუსეთი არ გაიყვანს თავის ბაზებს და არ შეუწყობს ხელს თბილისს სოხუმსა და ცხინვალთან შერიგებაში ”.