პუბლიკაციები
რატომ ალაპარაკდნენ ამერიკელები და საქინფორმის მთავარ რედაქტორს არნო ხიდირბეგიშვილს მხარი დაუჭირეს?

      2020 წლის 7 აგვისტოს, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის The Heritage Foundation-ის ვებსაიტზე გამოქვეყნდა დუგლას და სარა ელისონის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის ლუკ კოფის საავტორო სტატია, რომელშიც წამყვანმა ამერიკელმა ექსპერტმა საქართველოს საკითხებში დაადასტურა ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილი პროგნოზი - რომ საქართველო აშშ-ს აინტერესებს პირველ რიგში როგორც რეგიონული სამხედრო-სტრატეგიული პლაცდარმი, თავისი ლოგისტიკური შესაძლებლობებითა და ინფრასტრუქტურით.

   2020 წლის 13 აგვისტოს აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) დაადასტურა ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილიკიდევ ერთი დიდი ხნის პროგნოზი და აჩვენა, რომ ბოლო გამოკითხვების შედეგებით, საქართველოს მოქალაქეების 75% რუსეთის ფედერაციასთან დიალოგის მომხრეა.

    რა ხდება, ბატონო არნო? - ვკითხეთ „საქინფორმი“-ს მთავარ რედაქტორს, - თქვენ ხომ სწორედ ამ პროგნოზების გამო იდევნებდით სააკაშვილის ხელისუფლების დროს და ორჯერ დაგესხნენ თავს, ხოლო ამჟამინდელი ხელისუფლების დროს, „საქინფორმი” მუდმივად ფიგურირებს საქართველოში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების დასავლური ფონდების მიერ დაკვეთით ჩატარებულ კვლევებში, როგორც ანტიდასავლური პროპაგანდის მაგალითი? დღეს ისინი ყველა შერცხვენილარიან, რადგან თქვენი პროგნოზები დაადასტურა არა ვიღაცამ, არამედ უმსხვილესი ამერიკული კვლევითი ინსტიტუტების წამყვანმა ანალიტიკოსებმა ...

    არნო ხიდირბეგიშვილი: ”დღეს ეს უნიჭო დებილები დუმან, თითქოსდა არაფერი მომხდარა! არც ერთი ქართული ტელევიზია კრინტს არ ძრავს კოფის სტატიისა და IRI– ის გამოკითხვის შედეგების შესახებ რუსეთთან დაკავშირებით, თითქოს ეს ყველაფერი არც მომხდარა! იმიტომ, რომ ეს მათ არ აწყობთ - მათი მეპატრონეები ფულს აღარ მისცემენ, თუკი შეიტყობენ, თუ როგორ ჩააფლავეს საქართველოში მუშაობა! ჩააფლავეს და გრანტები შეჭამეს, რადგანაც ქართველებს კვლავაც ენატრებათ რუსები, მიუხედავად მათი ბინძური ცრუ პროპაგანდისა!

   რა მოხდა, მეკითხებით?!მოხდა ის, რომ ჯერ ვერავინ შეძლო სიმართლის დამალვა სამუდამოდ, თავად აშშ-მაც, რომელმაც ისტორიაში პირველად გამოაქვეყნა რეალობასთან ყველაზე მიახლოებული შედეგები. სინამდვილეში კი, არა 75%, არამედ საქართველოს მოქალაქეების 85% ემხრობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ევროატლანტიკურიდან რუსეთთან პარტნიორობაზე გადამისამართებას! და ის, რომ ლუკ კოფი აღმოჩნდა ისტორიაში პირველი კაცი, ვინც საჯაროდ გამოაცხადა აშშ-ის აბსოლუტურად პრაგმატული ინტერესების შესახებ საქართველოსთან მიმართებაში, მხოლოდ მისასალმებელია, ამისთვის მადლობა უკვე გადავუხადე!

   რაც შეეხება NDI- ს და IRI- ს გამოკითხვებს, შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი, ასევე ივანიშვილის დავალებით, გიორგი გახარიას „თბილი“ საუბრები ჰქონდა ამ ამერიკული ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან, რომლის დროსაც გააფრთხილეს, რომ თუ ისინი კვლავაც გააგრძელებენ სოციალური კვლევების გაყალბებას ოპოზიციის, კერძოდ, სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ, მათმა წარმომადგენლობამ საქაქრთველოში გაიზიარებს აზერბაიჯანში წარმომადგენლობის ბედს, ილჰამ ალიევმა დიდი ხანია ქვეყნიდან რომ გააგდო!”

2020 წლის 14 აგვისტო
საქართველო, თბილისი