უცხოეთი
„ნოვიჩოკის“ შემქმნელი - ალექსეი ნავალნის კომიდან გამოყვანა ადასტურებს, რომ ის „ნოვიჩოკით“ არ არის მოწამლული

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ხელოვნური კომიდან გამოყვანას ეხმაურება მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ ერთ-ერთი შემქმნელი ლეონიდ რინკი, რომლის განცხადებით, ნავალნის კომიდან გამოსვლა ადასტურებს, რომ მისი მოწამვლის შემთხვევაში „ნოვიჩოკი“ არ ყოფილა გამოყენებული. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

„მე გამოვრიცხავ მის მოწამვლას, რადგან სიმპტომები არ გააჩნია. რომ გამოყენებულიყო სასიკვდილო დოზის 400-ჯერ ნაკლები კონცენტრაციაც კი, ის კომიდან გამოვიდოდა, მაგრამ მიოზი (გუგების შევიწროება) მაინც ექნებოდა. აქ კი მსგავსი სიმპტომები არ არის“ , - განაცხადა რინკმა.

მისი თქმით, „ნოვიჩოკი“ შეიქმნა იმისთვის, რომ ბრძოლის ველზე ბირთვული იარაღი ჩაენაცვლებინა და გააჩნია 100 %-იანი ლეტალობა. რინკის თქმით, გამოდის, რომ ეს „ნოვიჩოკი“ არ ყოფილა.

ცნობისთვის, ბერლინის კლინიკაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს , - ამის შესახებ „როიტერსი“ ბერლინის Charite-ის კლინიკაზე დაყრდნობით იუწყება.

„ჯერჯერობით მისი მძიმე მოწამვლის შესაძლო გრძელვადიანი შედეგების დადგენა ნაადრევია”, - ნათქვამია კლინიკის მირ გავრცელებულ განცხადებაში.

interpressnews.ge