უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი - კრემლი გერმანიის მხრიდან Nord Stream 2-ის გაზსადენის მშენებლობის დაბლოკვის რისკს ვერ ხედავს

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. კრემლი გერმანიის მხრიდან Nord Stream 2-ის გაზსადენის მშენებლობის დაბლოკვის რისკს, ამ ეტაპზე, ვერ ხედავს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა პროექტის დაბლოკვის რისკი და რა კომენტარს გააკეთებდა ის იმ გერმანელი პოლიტიკოსების განცხადებებზე, რომლებიც Nord Stream 2-ის გაზსადენის მშენებლობის შეჩერებას უჭერენ მხარს, კრემლის პრესსპიკერმა უპასუხა:

„არა, ასეთი რისკი არ არსებობს. ვხედავთ, რომ თითოეული ასეთი განცხადების შემდეგ ორი განცხადება ჩნდება, რომლებიც ამ შეთავაზებების აბსურდულობას უსვამს ხაზს.“

interpressnews.ge