უცხოეთი
ლუკაშენკო - შესაძლოა, პრეზიდენტის სკამზე ყოფნისას გადავაჭარბე, შესაძლოა, მაჩვენებენ არა მხოლოდ ტელევიზორში, არამედ უთოდან და ჩაიდნიდანაც, თუმცა ახლა ბელარუსების დაცვა მხოლოდ მე შემიძლია

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს, - „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან საუბრის დროს გააკეთა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, არჩევნები , შესაძლოა, საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ ჩატარდეს.

რაც შეეხება ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოსთან ურთიერთობას, ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ამას არ აპირებს, იმიტომ, რომ არ იცის „ვინ არიან ეს ადამიანები.“

გარდა ამისა, ლუკაშენკომ ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ახლა ბელარუსების დაცვა მხოლოდ მას შეუძლია.

„შესაძლოა, მე ამ სკამზე ყოფნის დროს ცოტა გადავაჭარბე. შესაძლოა, მე მაჩვენებენ არა მხოლოდ ტელევიზორში, არამედ უთოდან და ჩაიდნიდანაც. თუმცა ახლა ბელარუსების დაცვა მხოლოდ მე შემიძლია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

interpressnews.ge