პოლიტიკა
დონალდ ტრამპი – პენტაგონს მხოლოდ ომები სურს, რათა იარაღის მწარმოებლები გააბედნიეროს

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ომი- ერთადერთია, რაც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს უნდა, რადგან ეს იარაღის მწარმოებლებს აბედნიერებს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში კონფერენციის დროს განაცხადა.

მე არ ვლაპარაკობ, რომ არმია ჩემზე გიჟდება, მაგრამ ჯარისკაცები- დიახ! ადამიანები პენტაგონში, სავარაუდოდ – არა, რადგან მათ ომის გარდა არაფრის კეთება არ უნდათ, რათა ის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ბომბებს, თვითმფრინავებს და სხვა დანარჩენს გაბედნიერდნენ“, - განაცხადა ტრამპმა.

მედიის ცნობით, ბოლო მონაცემებით, ტრამპი სამხედროების მხარდაჭერას კარგავს. Military Times-ის გამოკითხვით, სამხედრო მოსამსახურეებს შორის ბაიდენს მეტი მხარდამჭერი ჰყავს.