რელიგია
მეუფე იაკობი ტელევიზიების მფლობელებზე - დადგება დრო, ჩემი ერის დაჩაგვრას არავის ვაპატიებ, არც ჩემს ეკლესიაზე მასე შეხებას

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი მზადყოფნას გამოთქვამს იმ ტელევიზიების ხელმძღვანელებს შეხვდეს, ვინც ეკლესიისა და საპატრიარქოს თემაზე კრიტიკული სიუჟეტების მომზადებით არის დაკავებული.

ამის შესახებ მეუფე იაკობმა სოფელ ნუკრიანში საკვირაო ქადაგებაზე ისაუბრა და მოუწოდა სხვა სასულიერო პირებსაც, ხმა ამოიღონ ზოგიერთი ტელევიზიის მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის თემაზე.

აბა, შეხედეთ, როგორი ბრძოლაა ეკლესიის მისამართით. ხან იმას გამოჩხრიკავენ, ვითომ ქონება… მაგათ მაგი აინტერესებთ? ეკლესიის დამცრობა უნდათ, იმიტომ რომ არ ვიცი, შეკვეთა აქვთ ჩვენი მტრებისგან იმისი, რომ იდენტობის მატარებელი აღარ დაგვრჩეს. დღესაც შევხედოთ, რა… თუ რამე ტერიტორია დაკარგული გვაქვს, ზოგან შეიძლება ვერ შევდიოდეთ, მაგრამ იურისდიქცია გაგვაჩნია, სახელმწიფოს არ გააჩნია. ქვეყანა დიდი გვაქვს, მაგრამ სახელმწიფოს დაგვიპატარვდა. ვინ იბრძვის ამისთვის? ვინც ებრძვის ეკლესიას. მე დიქტორებზე არ მაქვს საუბარი, რომ გამოდიან გოგონები და ბიჭები და ტელევიზორიდან რომ გვესაუბრებიან. მე მაქვს იმათზე, ვისიაც არის ტელევიზიები და ვინც მართავს ტელევიზიებს. ჩვენ რა, არ ვიცით რა ფულით სპონსორდებიან? რა აქვთ და რა არა? რატომ გვებრძვიან? გვებრძვიან იმიტომ, რომ საქართველოს ებრძვიან, ებრძვიან საქართველოს წარსულს, აწყმყოს და მომავალს… დადგება დრო, ჩემი ერის დაჩაგვრას არავის ვაპატიებ, არც ჩემს ეკლესიაზე მასე შეხებას და ხომ იცით ახლა, ბოლო-ბოლო ვინ დგას მაგათ უკან? ეს გამიჭირდება, სადმე შევხვდე მაგათ? მე რა უნდა მითხრან და როგორი ხასიათით გამოვლენ მერე, ჩანაწერსაც გავაკეთებ, რას ილაპარაკებენ და მერე ნახონ მაგათმა. ასე არ შეიძლება და ჩვენმა მღვდელმთავრებმაც ხმა უნდა ამოიღონ, რა, არ შეიძლება, გამოვდიოდე და მე ვამბობდე სულ რაღაცას, უნდა ამოიღონ ხმა”, – განაცხადა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას.

მისი თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ კამპანია რამდენი წელია მიმდინარეობს.

“კამპანიაა ეკლესიის წინააღმდეგ რამდენი წელია. ვინმე უვარგისი თუ გვყავს ეკლესიაში, ყველას იცავენ და ცოტა ხანში ღმერთის გინებას დაიწყებენ, შორს არ არიან. მაგათ ტელევიზიის შეფებს თუ უნდათ, შევხვდები, სადაც უნდათ, რომელ ტერიტორიაზეც უნდათ და იქიდან გამარჯვებული წამოვალ”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

Ipress.ge