რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ამერიკელებმა და ევროპელებმა ქართველებს დაასწრეს და რუსებს კორონავირუსის ვაქცინა სთხოვეს!

     2020 წლის 27 აგვისტოს ვთხოვე საქართველოს მთავრობას სასწრაფოდ დაეწყო მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან COVID-19» საწინააღმდეგო ვაქცინის „Sputnik V“ შესაძენად. შეგახსენებთ - ეს იყო პუბლიკაციაში „ხელისუფლების ვერტიკალი, ანუ რისი მოსმენა სურთ მოქალაქეებს ქართველი ხალხისადმი ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო მიმართვაში“, სადაც დეტალურად აღწერილია ამის მრავალი მიზეზი.

   2020 წლის 11 სექტემბერს პუბლიკაციაში „საქართველომ სასწრაფოდ უნდა სთხოვოს რუსეთს ვაქცინა“ კიდევ დავამატე არგუმენტები, რამლებსაც ეფუძნება ჩემი წინადადება, კერძოთ:

1. "Sputnik - V" არის მსოფლიოში პირველი ოფიციალურად რეგისტრირებული ვაქცინა, რომლისთვისაც უკვე დადგა 50 ქვეყნის გრძელი რიგი და რომელსაც გართულებები არ ახლავს.

2. მისი წარმოება და ვაქცინაცია რუსეთში უკვე დაწყებულია, რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელები და მათი ოჯახის წევრებიც უკვე აიცრნენ, ხოლო ამერიკული, გერმანული და ინგლისური ვაქცინები ჯერ მხოლოდ შემუშავების და ტესტირების ეტაპზეა.

3. რუსული ვაქცინის მოქმედების მექანიზმი მარტივია, ისევე როგორც ყველაფერი გენიალური, გარდა ამისა, ამერიკულისგან განსხვავებით, იგი მზადდება ადამიანის და არა მაიმუნის ვირუსზე. რუსებმა ყველას გაუსწრეს, რადგან დიდი ხანია მუშაობენ მონათესავე ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინაზე, მაგალითად - ებოლას, რომლებიც საშინელ ეპიდემიებს იწვევს.

4. ის შემუშავებულია საპატიო აკადემიკოსის . . გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ, რომლის მრავალი მიღწევა აღიარებულია და გამოიყენება მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშში.

   2020 წლის 11 სექტემბერს, საღამოს, Facebook-ის მეშვეობით მივმართე უკვე უშუალოდ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს შემდეგი წინადადებით:ბატონო ბიძინა! თქვენ ფარმაცევტულ ბიზნესშიც დიდი გამოცდილება გაგაჩნიათ - იყიდეთ რუსებისგან კორონავირუსის ვაქცინის "Спутник V" ლიცენზია და დაიწყეთ მისი დამზადება საქართველოში, სანამ ნაცებთან გადასულმა ზოგიერთმა "აფტეკარმა" არ დაგვასწრო! მარტო თქვენ შეგიძლიათ ქართველი ხალხის გადარჩენა!“.

მეორე დღეს, 2020 წლის 12 სექტემბერს, ცნბილი ხდება, რომ საქართველოს უკვე დაასწრეს - მაგრამ არა ნაც-ოქრიაშვილებმა, არამედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა, რომელმაც მიმართეს რუსეთის ფედერაციას ვურუსით SARS-CoV-2 გამოწვეული ახალი ინფექციის პროფილაქტიკისთვის ვაქცინის "Sputnik - V" («Гам – КОВИД – Вак») ერთობლივი წარმოების თხოვნით.

ამასთან დაკავშირებით მაქვს რამდენიმე წინადადება:

1. იქნებ საქართველოს მთავრობამ აღარ დაკარგოს ძვირფასი წუთები და დროულად მიმართოს რუს კოლეგებს, რათა საქართველომ კორონავირუსის ვაქცინის წარმოება დაიწყოს? არათუ აფხაზეთსა და .. სამხრეთ ოსეთს, სრულიად საქართველოსაც თვალისდაუხამხამებლად გაიყოფენ რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი, თუ საქართველოს მოსახლეობა კორონავირუსით გაწყდება!

2. მოლაპარაკებებში საქართველოს მხარეს, პირველ ეტაპზე,უნდა წარმოადგენდნენ არა მარტო დარგობრივი მენეჯერები და მედმუშაკები – ჯანდაცვის მინისტრი, ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელები და სხვა ინფექციონისტები, არამედ ის ქართველებიც, რომლებიც მოსკოვში განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობენ და მისაღებნი არიან სოხუმისა და ცხინვალისთვისაც, სადაც ვაქცინაციის პროცესი თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის თუ თელავის პარალელურად უნდა დაიწყოს.

3. რუსოფობები, ნაცები და გაერთიანებული ოპოზიციის 26 პარტიის კომისარი ამთავითვე შეგვიძლია, დავამშვიდოთ — თქვენ იძულებით არავინ აგცრითრუსი ოკუპანტებისმიერ შექმნილი დაპუტინის მონების“, ანუქართული ოცნებისდა ბიძინა ივანიშვილის მიერ დამზადებული ვაქცინით! აშშ-ში სპეციალურად თქვენთვის მზადდება მაიმუნის ვირუსისაგან მიღებული ვაქცინა, ოღონდ კონკრეტულად როდის იქნება ის მზად და საერთოდ იქნება თუ არა, ჯერჯერობთ უცნობია.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 14 სექტემბერი
საქართველო
, თბილისი