პუბლიკაციები
არჩევნები ეპიდემიის დროს - ლხინი ჭირის დროს! - საქინფორმის მთავარი რედაქტორის კომენტარი

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. საქინფორმის მთავარი რედაქტორის პუბლიკაციამ, სადაც ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, დაუყოვნებლივ დაიწყონ რუსეთთან მოლაპარაკებები რუსული Sputnik Vვაქცინის შეძენაზე, ან მის წარმოებაზე საქართველოში, დიდი მოწონება გამოიწვია სოციალური ქსელის Facebook– ის ქართველი მომხმარებლების მხრიდან. ამასობაში, COVID 19 ეპიდემია საქართველოში ყოველდღე მყარებს ახალ ანტირეკორდებს, როგორც ეროვნული ვალუტის - ლარის კურსი ... და ეს ყველაფერი - საპარლამენტო არჩევნებამდე 45 დღით ადრე, რომელიც ძალიან მძიმე იქნება, მით უმეტეს, რომ ოპოზიცია, წაგების შემთხვევაში, საქართველოში ბელრუსული სცენარის გამეორებას გვპირდებაანუ მათ გაყალბებულად აღიარებას, ქუჩაში გამოსვლადა მოქმედი ხელისუფლების დამხობის მცდელობას.

საკუთარ თამაშს თამაშობენ სააკაშვილი და მისი პარტია "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც პრაქტიკულად სათავეში უდგას ბლოკს – "ძალა ერთობაშია", 26 ოპოზიციურ პარტიას რომ აერთიანებს. საქართველოს ექსპრეზიდენტმა საარჩევნო კამპანიაში ოჯახის წევრებიც კი ჩართო, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ცენტრის – ზუგდიდის მაჟორიტარდეპუტატობის კანდიდატად ჯერ თავისი მეუღლე, შემდეგ კი დედა წამოაყენა. ხოლო საქართველოს საზღვრის გადაკვეთა შეუძლია უმცროსი ვაჟის ზურგს ამოფარებულს, ოგორც უწინ გადაკვეთა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი, გაუჭირდება თუ რა ...

   ამ რთულ ვითარებაზე ჩვენ ვთხოვეთ კომენტარი საქინფორმის მთავარ რედაქტორს:

   არნო ხიდირბეგიშვილი: ”საქართველოში წინასაარჩევნო ვითარება იმდენად არაორდინალურია, ამომრჩეველი იმდენად დაბნეულია, რომ უმრავლესობამ არ იცის ვის მისცემს ხმას, რაც არასდროს მომხდარა. უპირველესად და უმთავრესად – ჩატარდება კი არჩევნები, თუ კორონავირუსი წინსვლას ასეთი ტემპით განაგრძობს? ვფიქრობ, რომ არჩევნების ჩატარება 31 ოქტომბერს ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იქნება. საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება მხოლოდ ექვსი ევროპარლამენტარის, ცამეტი ამერიკელი კონგრესმენისდა ორი ელჩის დასაკმაყოფილებლად (გვარებს არ დავასახელებ, ყველა მიხვდება, თუ ვის ვგულისხმობ) არის ლხინი ჭირის დროს! არჩევნები უნდა გადავდთ და პარლამენტმა მუშაობა უნდა განაგრძოს.

ოპოზიცია და მათი დასავლელი მეგობრები, რა თქმა უნდა, დაიწყებენ ყვირილს, რომ ეს გაკეთდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ასე არ არის. არჩევნების გადადება მარტო ოპოზიციას აწყობს და აი თუ რატომ: კორონავირუსის გამო დაცარიელებული ხაზინის ფონზექართულოცნება“ ყოველდღიურად წააწყდება მზარდ ეკონომიკური სირთულეებდა ეს უარყოფითად აისახება მის რეიტინგზე. ამიტომ მმართველი პარტიისთვის ხელსაყრელია არჩევნების ჩატარება დანიშნულ დღეს და არა ამაზე გვიან!

   რამდენი კრედიტიც არ უნდა იღოს საქართველომ, დადგება დღე, როდესაც ფორსმაჟორული ვითარების აღიარება და ეკონომიკის საომარი მდგომარეობაზე გადატანა მოგვიწევს. ოღონდ ომი ეკონომიკურია, მოწინააღმდეგე კი - კორონავირუსი. სოციალური უზრუნველყოფა და ჯანდაცვა, არანაირი ფუფუნება - წერტილი! ყველა სხვა პროექტი და გასართობი ღონისძიება, დედაქალაქისა და რეგიონული ცენტრების კეთილმოწყობა უნდა შეჩერდეს, გაუქმდეს ყველა ახალი საჯარიმო სანქცია და ტარიფი. ქვეყანაში შემოღებული უნდა იქნეს საგანგებო მდგომარეობა. კომუნალური მომსახურების, ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის გადასახადები უნდა შემცირდეს ან გაუქმდეს გარკვეული დროით. დღეს მთავარია ფიზიკურად გადარჩენა, ამაზე დიდი ამოცანა არ არსებობს! საზღვრების ჩაკეტვა, ახალი სასწავლო წლის და არჩევნების გადადება, ვაქცინის რუსეთიდან შემოტანა ან საქართველოში წარმოების დაწყება. ლარის კურსის ხელოვნურად აწევა და ფასების შემცირება მედიკამენტებზე, საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე. და ა.შ.

ცოტამ თუ იცის, რომ ადამიანის ვირუსზე შექმნილი „Sputnik V“- ს გარდა, რუსეთი ასრულებს კიდევ 26 ვაქცინის შემუშავებას, რომელთაგან ზოგი მხოლოდ სინთეზური იქნება. მაგრამ ვაქცინა არის პროფილაქტიკა, პრევენცია, კორონავირუსით დაავადებულთათვის კი წამალია საჭირო! აქ არჩევანი უფრო ფართოა - რუსეთიც, აშშ–იც და ევროპაც, ყველგან თავისებურად მკურნალობენ, როგორც ახლა მოდურია გამოთქმა, ჯანმოს გაიდლაინის რეკომენდაციების მიუხედავად. მაგრამ ამას ეწინააღმდეგება გაერთიანებული ოპოზიცია - ყველა მდიდარი და ძალიან მდიდარი ადამიანი, არაოფიციალური შემოსავლები დოლარებსა და ევროებში რომ აქვთ, ამიტომ, რაც უფრო მეტად გაუფასურდება ლარი დოლარსა და ევროსთან შედარებით, მით უკეთესი მათთვის! (როცა ვახსენებ გაერთიანებულ ოპოზიციას, მე, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ „პატრიოტთა ალიანსს“ - ამ პარტიას თავისი მყარი ელექტორატი ჰყავს, და ამიტომ ოქტომბერში ჩატარდება არჩევნები, თუ გადაიდება, „პატრიოტთა ალიანსისთვის“ ნაკლებად მნიშნელივანია.)

   მხოლოდ მაშინ, როდესაც მეზობლებში - სომხეთში, აზერბაიჯანსა და, რაც მთავარია, რუსეთში, კორონავირუსი გაქრება, როდესაც რუსი ტურისტები საქართველოსკენ დაიძრებიან, ხოლო ქართული პროდუქტები - რუსეთისკენ, შეგვიძლიათ ეტაპობრივად მოვხსნათ შეზღუდვები და გავხსნათ საზღვრები, ჩავატაროთ არჩევნები, ვისწავლოთ და დავქორწინდეთ!”

   ესაუბრა ირინა ბაქრაძე