პოლიტიკა
თუ „პატრიოტთა ალიანსის“ ნაცვლად, „ოცნების“ შემდეგ მეორე ადგილს „ნაცმოძრაობა“ დაიკავებს, კაპიკია ასეთი არჩევნების ფასი! – არნო ხიდირბეგიშვილი

 საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. ბოლო კვირაში სხვა მოვლენებზე მეტად მკითხველს არჩევნები აინტერესებს. "რატომაა, რომ ზოგიერთ უცხოურ გამოკითხვაში, მმართველი პარტიის შემდეგ, რეიტინგში “ნაცმოძრაობა"და მისი "ჩრდილი" – “ევროპული საქართველოა", ხოლო ბოლოში - "პატრიოტთა ალიანსი"? სინამდვილეში როგორ უნდა იყოს?" - ვკითხეთ საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს.

   ა.ხ. “თავად განსაჯეთ. ქუთაისში 5 ათასი მხარდამჭერი მივიდა “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის პრეზენტაციაზე. ოქტომბრის დასაწყისში ისინი თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 10 ათას პოტენციურ ამომრჩეველს შეკრებენ, როგორც ერთხელ უკვე უკვე შეკრიბეს და ეს არის გულწრფელი და არა მოსყიდული ელექტორატი.

ახლა კი გადახედეთ სააკაშვილისა და ბოკერიას პარტიების "კამერულ" ღონისძიებებს - ვინ და რამდენი მიდის იქ? ყველას ანაზღაურება დოლარებში აქვს, იქ არ არიან უბრალო და წესiერი ადამიანები, ყველა იწვის შურისძიების სურვილით – სამაგიერო გადაუხადოს ივანიშვილს, დააბრუნოს სააკაშვილი და კვლავ განკარგოს სახელმწიფო ბიუჯეტი!

„ალიანსი” ახერხებს ბრძოლას იმ პირობებში, როცა ორივე მხრიდან უტევენ, ხელისუფლებაც და ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციაც - აქაოდა კრემლის ხელდასხმულები არიანო! მაგრამ სიტუაციის მთელი კომიზმი იმაშია, რომ მათ რუსეთის მხრიდან მხარდაჭერა არ აქვთ! ასე რომ, ცილისწამების ბოლოდროინდელი ეპიზოდი ხოდორკოვსკის ვებგვერდზე – პირველი, მაგრამ არა ბოლო "მერცხალია", "პატრიოტებისა" და მათი ლიდერების წინააღმდეგ ბრალდებები კვლავაც იქნება.

მოკლედ, ასე ვიტყვი: თუ 31 ოქტომბერს კენჭისყრის შედეგად ნაციონალური მოძრაობადა არა პატრიოტთა ალიანსიმეორე ადგილზე აღმოჩნდება ქართული ოცნებისშემდეგ, ასეთი არჩევნების ფასი კაპიკია! ასეთი ამომრჩეველის და ასეთი პარლამენტისაც! თუმცა, რა თქმა უნდა, ძნელია ბრძოლა იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც დასავლური საელჩოს მხარდაჭერით სარგებლობენ და ფლობენ დიდ ფინანსურ შესაძლებლობებს ...“