საზოგადოება
აჭარის რეგიონში დღეიდან, 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. აჭარაში ხვალიდან, 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას უკავშირდება.

აჭარაში დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა გახდა. ხვალ, 22:00 საათიდან რესტორნები აღარ იმუშავებენ, დაწესდება შეზღუდვა, ხვალიდან აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება. 22:00 საათიდან ხვალ რესტორნები იკეტება აჭარაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში რესტორნები მუშაობს. ხვალიდან, 22:00 საათიდან მთლიანად არ იკეტება, დღის განმავლობაში მუშაობს. ვადასთან დაკავშირებით შემდეგ მოგახსენებთ“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.