რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი მიმართავს ანატოლი ბიბილოვს თხოვნით - გამოაქვეყნოს ექიმი ვაჟას მიმართვა შეწყალების შესახებ

   2012 წლიდან, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მე, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა, პოლიტოლოგმა, პუბლიცისტმა და ჟურნალისტმა არნო ხიდირბეგიშვილმა არაერთხელ მივმართე სახელმწიფოს ხელმძღვანელებს ყოფილი მმართველი პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობისრეგისტრაციის გაუქმების და პარტიული ტელეკომპანიის რუსთავი 2–ის (“მთავარი არხი“) ლიკვიდაციის თხოვნით, რადგანაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამ ორმა სტრუქტირამ შექმნეს კრიმინალური რეჟიმი, რომლის დროსაც:

- აწამეს საქართველოს ათასობით მოქალაქე;

- მოკლეს საქართველოს ათასობით მოქალაქე;

- ათიათასობით საქართველოს მოქალაქე ლტოლვილად იქცა;

- საქართველომ დაკარგა ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო სუვერენიტეტი (ტერიტორიის 20%-ზე მეტი).

თუმცა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ თანაცხოვრება (ფრანგ. კოაბიტაცია) და შემწყნარებლობა (ლათ. ტოლერანტობა) აირჩია და მხოლოდ შარშან აღიარა წინამორბედებთან თავისი მცდარი პოლიტიკა. უფრო მეტიც - დღეს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის უმაღლესმა პირებმა, რომლებიც 2012 წელსაც საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის უმაღლესი პირები იყვნენ, მოულოდნელად განაცხადეს, რომ პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არსებობის უფლება არ აქვს, რადგანაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს განზრახ გადასცა 3 500 ჰექტარი საზღვრისპირა ტერიტორია აზერბაიჯანს, ქართული კულტურისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგანძურთან, მე–6 საუკუნის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ერთად.

ეს, რა თქმა უნდა, სამშობლოს ღალატია, მაგრამ განა „ენმ-ის ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაულები საკმარისი არ იყო იუსტიციის სამინისტროში ამ პარტიის რექისტრაციის გაუქმებისთვის დაცსკ-ში რეგისტრაციაზე უარის სათქმელად?! რატომ იღებს მონაწილეობას (უკვე მერამდენედ!) არჩევნებში პარტია, რომლის გამოც აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოსგან, ტუნდაც დროებით, ჩამოჭრილია რუსეთის სასარგებლოდ?! მოძალადეების, რეკეტიორების და მკვლელების პარტია?!

თუ "ნაცებს” შეიძლება თამამად ეწოდოს კოლექტიური კიკაბიძე, რადგან მათი პირველი ნომერი პუტჩისტი ბუბა, მაშინ "ქოცნება" არის კამიკაძეების პარტია, რადგან თავად ითხრიან საკუთარ საფლავს! თუ ისინი კამიკაძეები არ არიან, მაშინ აქამდე რატომ არ დააპატიმრეს ის პროვოკატორები, რომლებიც დღეს ქვემო ქართლის აზერბაიჯანულ მოსახლეობას ხელისუფლების წინააღმდეგ აქეზებენ, პროპაგანდას უწევენ "ნაცმოძრაობის" მხარდასაჭერად, რომელიც, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მათ ვითომდა ბორჩალ (ქვემო ქართლის) და „კეშიჩიდაგს“ (დავით გარეჯ) მისცემს, დაეხმარება სომხებისგან ყარაბაღის ("არხის") დაბრუნებაში, რათა შემდეგ თითქოსდა აზერბაიჯანელები დაეხმარონ ქართველებს აფხაზეთის დაბრუნებაში და ბარამიანის ბატალიონის განადგურებაში?! ხედავთ, "კამიკაძე", როგორ შემოაბრუნა "კიკაბიძე" თქვენ კოზირი თქვენსავე წინააღმდეგ - ქაოდა ჩვენ, ნაცმოძრაობა“, აზერბაიჯანუჭერთ მხარს, თქვენ კი, ქოცნება, სომხებ?!

არადა, როდესაც 2013 წელს მე პირადად გავაფრთხილე საქართველოს ხელმძღვანელი, რომ PR-სა და სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის უგულებელყოფა სავალალო შედეგებს გამოიწვევდა, მან დიდი თვალებით შემომხედა, როგორც პუტინს… დიახ - დიახ, "კამიკაძევ", თქვენ 9 წლის განმავლობაში იმდენად შეუწყვეთ ხელი სტერეოტიპის – “ყველაფერი რუსული ცუდია" - დამკვიდრებას, რომ დღეს ყველაზე დიდი მადლი - დავით გარეჯის დაბრუნებაც კი! - თქვენი მტრების მიერ გაპიარებულია კომპრომატად, რადგან ეს, თურმე, იგორ გიორგაძის წყალობით მოხდა, რომელმაც 1938 წლის რუქები გამოგიგზავნათ!

   და რატომ არ აკეთებთ არჩევნებამდე 10 დღით ადრეც კი ელემენტარულ- არ ახდენთ ნაცსახეებ ლუსტრაციას, მაგალითად, ყველაზე "ძლიერ", მისივე თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატი, აფთიაქებისა და კლინიკების ქსელის მფლობელი, რომელიც დღესაც დაუნდობელი რეკეტიორია?! რატომ არ აქვეყნებთ სსრკ–ის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოსმოსური იარაღის განყოფილების თანამშრომლის გრიგორი ვაშაძის დოსიეს, რომელიც კგბ- გადაიბირა საბჭოთა მმართველი ელიტის ოჯახებში შესაღწევად (ოპერაცია „საქმრო საქართველოდან“)? რატომ არ აცნობებთ ამომრჩეველს შემზარავ ფაქტებს სამხედროების შესახებ, რომლებიც ენმ“-ის მხარეზე დგანან?

   კარგი, რადგან თქვენ ამას არ აკეთებთ, „ენმ”-ის ერთ – ერთი ახალი სახის, რომელიც ლამის საქართველოს ეროვნულ გმირად გამოცხადეს, ლუსტრაციას მე, „საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, მოვახდენ. ამ მიზნით, ახლა მივმართავ ანატოლი ბიბილოვს დაბეჯითებული თხოვნით - გამოაქვეყნოს ცხინვალში დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მიმართვა, სადაც, როგორც მე ვიცი, ეს უკანასკნელი წერს, რომ "დაარღვია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს სთხოვ შეწყალება", ანუ იგი ცნობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოიკებლობას.

   ანატოლი ილიას ძევ!

მე არ გთხოვ არაფერს საიდუმლოსა და უკანონო. ამ მიმართვის ასლი თან ერთვის საქმის მასალებს ცხინვალის სასამართლოში. არაფრის გამოგზავნა არ მჭირდება - უბრალოდ განკარგულება გაეცით, გამქვეყნდეს ეს დოკუმენტი ოსურ პრესაში.

ინასწარ გიხდით მადლობას"

   დასასრულ, გავამხელ საიდუმლოს, რომლის შესახებაც "კამიკაძე - მეოცნებენი" დუმან და რასაც იყენებენ "კიკაბიძე–ნაცები", მაშ ასე:

   ვაჟა გაფრინდაშვილი გადავიდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე (სადაც მისი დაკავება გარდაუვალი იყო) პროვოკაციის მიზნით. ატეხილი სკანდალით "ნაცმოძრაობა" არა მხოლოდ პიარს გაკეთებდა - აქაოდა, აი სადამდე მიგვიყვანა ივანიშვილის პოლიტიკამ - "არ გავაღიზიანოთ რუსეთი!", არამედ ზეწოლითა და შანტაჟით შეეცდებოდნენ მოეხდინათ საქართველოს ხელისუფლების პროვოცირება, ჩაეტარებინა ექიმ ვაჟას გათავისუფლების სპეცოპერაცია ელიტარული ქართული სპეცდანაყოფების მიერ.

   ამ ავანტიურაში ნინო ბურჯანაძეს მოსკოვი ჩარევა სურდა, სადაც იგი საკუთარი ინიციატივით გაფრინდა და მაღალჩინოსნებთან შეხვედრა თხოვა, რათა პოლიტიკური დივიდენდები მიეღო. მე არ ვიცი, რა არგუმენტები მოიშველია ექიმ ვაჟას "კრემლის ბრძანებით" გათავისუფლების სასარგებლოდ, თუმცა, ვფიქრობ, ესმოდა, რომ რაკიღა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უარი ეთქვა ამგვარ თხოვნაზე, სააკაშვილ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს მეტადრე უარს სტკიცავდნენ.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2020 წლის 22 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი