აქტუალური
გიორგი გახარია - გამარჯვებას ვულოცავ აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, საქართველოს დიდი ხნის მეგობარ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს

 საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

ქართველი ხალხის სახელით გამარჯვებას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს და საქართველოს დიდი ხნის მეგობარ ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. მოუთმენლად ველით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“, - აცხადებს გიორგი გახარია.