პოლიტიკა
სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ არის რუსეთის სამხედრო ბაზები და წამოაყენა წინადადება, დაიწყოს ფართო დიალოგი რუსეთთან!

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველანაირ მეზობელთან გვჭირდება ურთიერთობები და დიალოგის წარმოება, მაგრამ საქართველოს უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტური საკითხია ამერიკის ყოფნა რეგიონში.

ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი თემა, რაც შეიძლება განსახილველი იყოს პომპეოსთან და შეთავაზება რომ ყოფილიყო სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მხოლოდ რჩევის მოცემა შემიძლია, სხვადასახვა ოპოზიციური პარტიის მხრიდან, იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს მომავალი, სულ ახლო მომავალში კოალიციური მთავრობა და მათ უნდა უთხრან, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, სადაც ოფიციალურად არ არიან რუსი სამხედროები. ოკუპირებული ნაწილი არავის მიერ არ არის აღიარებული და ისინი უკანონოდ არიან, შეჭრილები არიან ფაქტობრივად. ამერიკას აქვს პრობლემები თურქეთში, სამხედრო საჰაერო ბაზასთან, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ სენაკი, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ვაზიანი, მუდმივმოქმედი ამერიკული ბაზა გაკეთდეს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი. ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის ვაჭრობის საკითხებზე, ადამიანების მიმოსვლის საკითხებზე, უამრავი ჰუმანიტარული საკითხია, იმიტომ რომ მეზობლებთან ყველა შემთხვევაში, ყველანაირ მეზობელთან ჩვენ გვჭირდება ურთიერთობები და დიალოგის წარმოება, მაგრამ საქართველოს უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტური საკითხი, ასევე და განსაკუთრებით, ამერიკის ყოფნა ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა სააკაშვილმა.