პოლიტიკა
სააკაშვილის უკანასკნელი რეზერვი – „ჯგუფი 50“ თხოვნით მიმართავს პომპეოს, საქართველოში აშშ–ის სამხედრო ბაზა განთავსდეს

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში ექსპერტთა ნაწილი საქართველოში ვიზიტის წინ ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს საქართველოში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მუდმივად განთავსებას სთხოვს. პომპეოს მათ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე წერილით მიმართეს.

"საქართველოზე გადის ნატოს საზღვარი, თურქთის საზღვარს ვგულისხმობ ბუნებრივია და ერთგვარი დამცავი ფარი უნდა შეიქმნას, მეორე, ეს არის სტრატეგიული ენერგოპორექტები, რომლებსაც, ასევე, დამცავი ფარის და გარანტიების შემქნა სჭირდებათ, მესამეს, ეს არის ქართული სახელმწიფო, როგორც დასავლური სამყაროს სტატეგიული პარტნიორი ქვეყანა", - თქვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

მისი თქმით, ამ წერილის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ისაა, რომ ხელისუფლებას საქმე გაუმარტივონ, რადგან "ქართულ ოცნებას" მსგავსი პოზიციები არასდროს ჰქონია.

"ვნახეთ ყარაბაღის ომი როგორ გამოიყენა რუსეთმა და ფაქტიურად მივიღეთ ერთი დამატებითი სამხედრო ბაზა ჩვენ სამხრეთ ტერიტორიაზე, ეს ცარიელი ბაზა არაა, ყველანი მოველით ალბათ, რომ ამის შემდეგ საქართველოზე უფრო მეტი ზეწოლა იქნება, რათა დაიყოლიოს ისეთ ნაბიჯებზე რაც ჩვენ ინტერესში არ შედის", - ამბობს ექსპერტი.

საქართველოს ანალიტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის, ბათუ ქუთელიას განცხადებით, საქართველოში ამერიკული სამხედო კონტიგენტის განთავსება ჩვენ უსაფრთხოებას გაზრდის და ნატოში გაწევრიანებას დააჩქარებს.

შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეო ორდღიანი ვიზიტით საქართველოს 17 ნოემბერს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ის პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პატრიარქს შეხვდება. გარდა ამისა, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პომპეო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდება და საუბრის მთავარი თემა თავისუფალი სასამართლო იქნება.