საზოგადოება
მამუკა მდინარაძე - ქართველი ხალხის არჩევანის გადახედვას და ახალი არჩევნების ჩატარებას არავინ აპირებს

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. მოლაპარაკების საგანი არ შეიძლება იყოს ქართველი ხალხის არჩევანის გადახედვა. ამომრჩეველმა გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღო. ამის გადახედვას, ახალი არჩევნების ჩატარებას და ამ არჩევანის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას არავინ აპირებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ფალისიტატორი ელჩების საშუალებით გამართული მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს.

„ეს შეხვედრები ხდება ჩვენი ფასილიტატორი ელჩების მეშვეობით. მათთან შეთანხმების საფუძველზე. მომდევნო შეხვედრა შეიძლება იყოს უახლოეს დღეებში. მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს. ჩვენ, ყველას, ვინც პასუხისმგებლობით უდგება მოლაპარაკებების საკითხს, გვიჭირს კონკრეტულ დეტალებზე საუბარი, იმიტომ, რომ შეთანხმებაა, იმ დეტალებზე, რაც მოლაპარაკების მაგიდაზეა, ვერ ვსაუბრობთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.