სამართალი
ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება, უმრავლესობამ და ოპოზიციამ შეძლონ იმ აუცილებელი კომპრომისის პოვნა, რაც შესაძლებელს გახდის თანამშრომლობას პარლამენტში

 საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება, უმრავლესობამ და ოპოზიციამ შეძლონ იმ აუცილებელი კომპრომისის პოვნა, რაც შესაძლებელს გახდის თანამშრომლობას პარლამენტში, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.

„არჩევნების შემდეგ ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება, უმრავლესობამ და ოპოზიციამ შეძლონ იმ აუცილებელი კომპრომისის პოვნა, რაც შესაძლებელს გახდის თანამშრომლობას პარლამენტში, რეფორმების განვითარებისა და გადაუდებელი სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრის მიზნით“, – განაცხადა პიტერ სტანომ.