სამართალი
აშშ-ის საელჩო - ვაფასებთ ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ძალისხმევას საბუთების გაყალბების წინააღმდეგ

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის საელჩო მიესალმება ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ძალისხმევას საბუთების გაყალბებასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გასულ კვირას აღნიშნულმა სამმართველომ დააკავა ორი პირი, რომლებიც მოტყუებით გასცემდნენ აშშ-ის ყალბ ვიზას 8 600 დოლარის სანაცვლოდ.

აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ძალისხმევას საბუთების გაყალბების წინააღმდეგ და მიესალმება აღნიშნულ კრიმინალურ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაგრძელებას.

გასულ კვირას აღნიშნულმა სამმართველომ დააკავა ყალბი დოკუმენტებით მოვაჭრე ორი პიროვნება, რომლებიც ქმნიდნენ და მოტყუებით გასცემდნენ აშშ-ის ყალბ ვიზას 8 600 დოლარის სანაცვლოდ.

ეს საქმე აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.