რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი - სალომე ზურაბიშვილს: საქართველოს პრეზიდენტის შეურაცხყოფა არ შეიძლება და სხვა ქვეყნის პრეზიდენტის – შეიძლება?

     ქალბატონო საქართველოს პრეზიდენტო!

   ქართული მედია იუწყება, რომ საქართველოს მთავარი fake-მედიის – სააკაშვილის ტელეკომპანია "მთავარი არხის" - გენდირექტორმა თავის Facebook-გვერდზე უცენზურო სიტყვებით შეურაცხგყოთ. შეურაცხყოფილმა, არასამთავრობო ორგანიზაციებში - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა“ და მედიის განვითარების ფონდ- უჩივლეთ, თუმცა მათ თქვენს დაცვაზე უარი თქვეს - აქაოდა, პირად ექაუნთზე განთავსებული პოსტი მედია–პროდუქტი არ არისო. უფრო მეტიც - პრეზიდენტსა და პარიზელს, რომელმაც საფრანგეთს ამდენი წელი ემსახურა (არ დავწერ - რამდენი, ეს მანდილოსნის მიმართ ტაქტობაა, თანაც, ისე მშვენივრად გამოიყურებით, რომ თქვენი ასაკის განსაზღვრა შეუძლებელია!) არაკორექტულად მიუთითეს საქართველოს კანონზე, რომელიც იცავს ერთ-ერთ საბაზისო დასავლურ ღირებულებას - სიტყვისა და თვითგამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს.

   მაგრამ რატომ მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს? განა თქვენ, როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, არ იცავთ სახელმწიფო სტრუქტურები - სასამართლო, პოლიცია, პროკურატურა, სახალხო დამცველი, ხოლო როგორც პრეზიდენტს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური? პრეზიდენტის შეურაცხყოფა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს უსაფრთხოებას, რადგან პრეზიდენტი კონსტიტუციის გარანტია, ამიტომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებული იყო თვითონ მოხდინრეაგირება ამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე. ხოლო თუ პრეზიდენტს საკუთარი თავის დაცვის უნარი არ შესწევს, როგორ დაიცავს ის თავისი ქვეყნის მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებს?!

       ქალბატონო სალომე!

   მე ვიცნობდი თქვენს მეუღლეს - ჟანრი კაშიას, "ლაგუნა ვერე"-ს აუზზე ვხვდებოდით, თუმცა იგი იქაც უფრო მეტად კითხულობდა, ვიდრე ცურავდა. თქვენ დაიბადეთ და გაიზარდეთ საფრანგეთში, მე კი - საქართველოში, მაგრამ ჩვენ ორივე გატაცებით ვკითხულობდით "სამ მუშკეტერს" და ვიცით, რომ ნამდვილი ქართველისა და დიუმას რომანის მთავარი გმირების ღირსების კოდექსი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. მე, დ'არტანიანივით, მზად ვარ შური ვიძიო თქვენს შეურაცხმყოფელზე, ქალბატონსალომე! მაგრამ ვინ გამოვიწვიო დუელში, თუ მამაკაცის ნაცვლად "მილედის" ვხედავ?! და ნუთუ სახელმწიფოებრივი საქმეების შემდეგ დრო გრჩებათ სოციალური ქსელებისთვის, სადაც ჰერმაფროდიტები, ყურადღების მიპყრობის მიზნით, უცენზურო სიტყვებით ლანძღავენ წარმატებულ ქალებს, იციან რა, რომ ისინი ხურდას არ დაუბრუნებენ?! ან იქნებ პრეზიდენტის პრესსამსახური მსოფლიო და ქართული პრესის დაიჯესტში ვირტუალური სივრცის ჭორებსაც განათავსებს? და ახალი - გასაკვირი რა შეიტყვეთ რო?! საკუთარ ინაუგურაციაზე თქვენ განაცხადეთ, რომ ხართ ყველას პრეზიდენტი, ხოლო უმცირესობის გუფის კერპმა, რომლის პრეზიდენტიც სიკვდილამდე სააკაშვილია, ამ ჯიშისთვის დამახასიათებელ სტილში გიპასუხათ, რომ თქვენ არ ხართ მისი პრეზიდენტი. სულ ეს არის! ეს ფაქტი უნდა გაბედნიერებდეთ, გულს კი არ გწყვეტდეთ! მეც ერთხელ საფუძველი მქონდა თავი შეურაცხყოფილად მეგრძნო, როდესაც ამ უხამს ხალხთან ერთად პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიმიწვიეს, ამიტომაც, ჩემს ნამდვილ კოლეგებთან ერთად, თქვენს ინაუგურაციაზე არ ჩავსულვართ, ბოდიში მომითხოვია!

       ქალბატონო სალომე!

     ხალხური სიბრძნე ამბობს, რომ არ შეიძლება მგელს ცხვრის ფარა ანდოთ: იცოდით, ქალბატონო საქართველოს პრეზიდენტო, რომ NGO მედიის განვითარების ფონდის“ თავმჯდომარე, რომელსაც დახმარებისთვის მიმართეთ, პრეზიდენტ სააკაშვილის ფავორიტი და თანაშემწე თამარ კინწურაშვილია, რომელიც სააკაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად დანიშნა? და რომ თამარ კინწურაშვილი, თავისი თანამშრომლებითურთ, Facebook- ის ადმინისტრაციამ დაიქირავა როგორც "დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი"? ეს ჯგუფი ბლოკავს იმ ქართველი მომხმარებლების პუბლიკაციებს, რომლებიც არ თანაუგრძნობენ სააკაშვილს, და პირიქით - აქეზებს გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელსაც სათავეში "ნაცმოძრაობა" უდგას! და ამის შემდეგ გიკვირთ, რომ Facebook-ის ადმინისტრაციამ არ დაბლოკა სააკაშვილის ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მიერ თქვენთვის მოძღვნილი ჩანაწერი უკიდურესად უცენზურო კონტენტით?!

     ნუთუ დასავლური დემოკრატია ორმაგ სტანდარტებს გულისხმობს, ქალბატონო პრეზიდენტო?! თუ – არა, მაშინ თქვენ ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რატომ აქამდე არ მიმართეთ ოფიციალური წერილით Facebook-ის ერთ–ერთ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორ მარკ ცუკერბერგს – არ შეატყობინეთ, რომ Facebook-ის „დამოუკიდებელი ექსპერტები“ საქართველოში სინამდვილეში პოლიტიკურად ანგაჟირებული ცენზორები არიან, რომლებსაც ხელმძღვანელობს ქართველი საზოგადოების მიერ დაგმობილი უზნეო ადამიანი - თამარ კინწურაშვილი?

     თქვენ, ქალბატონო საქართველოს პრეზიდენტო, ვინც სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკას კურირებთ, ანდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რატომ აქამდე არ გაუგზავნეთ ოფიციალური წერილი აშშ-ში ამერიკის სახელმწიფო ორგანიზაციებსა და ფონდებს - მედიის განვითარების ფონდის“ სპონსორებს? რატომ არ აცნობეთ, რომ თამარ კინწურაშვილის ყოველწლიური ოპუსი "საქართველოში ანტიდასავლური - პრორუსული პროპაგანდის შესახებ ", "კრემლის რბილი ძალა" და ა.შ., რაშიც ის ასტრონომიულ გრანტებს იღებს, წმიდა წყლის ფეიკია, თანაც – პრიმიტიული?! კინწურაშვილის სიცრუე ემუქრება ცილდაწამებული ქართველი ჟურნალისტების სიცოცხლესა და თავისუფლებას, ხელს უშლის მათ ჟურნალისტურ საქმიანობას, პრაქტიკულად მიუწოდებს მათი დაპატიმრებისა ან ლიკვიდაციისკენ "სამშობლოს ღალატისთვის, მტერთან - რუს ოკუპანტებთან თანამშრომლობისთვის”!

     ყოველივე ზემოთქმული თანაბრად ეხება „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) "ტყუპებს" – „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“, „მითების დეტექტორსა“ და „საქართველოს რეფორმების ასოციაციას“ (GRASS), რომელთა პარტნიორები არიან „აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო“ (USAID), "აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდი" (GMF) და კიდევ რამდენიმე უცხოური ორგანიზაცია.

       ქალბატონო საქართველოს პრეზიდენტო!

   თქვენ დუმილი ამჯობინეთ, როდესაც გასულ წელს „მილედი“ გენდირექტორის ფავორიტ ტელეწამყვანმა LIVE–ტელეეთერში უცენზურო სიტყვებით აგინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და შეურაცხჰყო მისი მშობლების საფლავები.

   თქვენ დუმხართ, როდესაც ცნობილი ქართველი პოლიტიკოსები - გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, რომლებსაც ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი აქვთ - დიქტატორებად ნათლავენ რუსეთის, ბელორუსის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს, ხოლო თურქმენბაში გადააქციეს ჩამორჩენილობის, სიჩლუნგისა და მონათმფლობელური წყობის სიმბოლოდ! გასულ პარასკევს "მთავარი არხის" ეთერში ამით თავი გამოიჩინა ნინო ბურჯანაძე.

   თქვენ პროტესტი გამოთქვით მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე პირადად თქვენ შეგეხთ. გამოდის, საქართველოს პრეზიდენტის შეურაცხყოფა არ შეიძლება, ხოლო სხვა ქვეყნების პრეზიდენტებისა - შეიძლება?!

   ღრმა პატივისცემით,

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2020 წლის 24 დეკემბერი
საქართველო, თბილისი