რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროატლანტიკური პრიორიტეტები მიღწევადია რუსეთთან ურთიერთობების დალაგების შემთხვევაში

     საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა, მილიარდერმა, ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა მოულოდნელად დატოვა საჯარო სივრცე - პოლიტიკა და მის მიერ დაარსებული პარტია, საფუძვლიანად განმარტა რა თავისი გადაწყვეტილების მიზეზები ვრცელ განცხადებასა და ორ ინტერვიუში. ამის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობას კვლავ აქვს შეკითხვები, რომელთაგანაც მთავარ კითხვებზე პასუხის გაცემა საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს ვთხოვეთ:

ივანიშვილს ბიზნესის სამყაროში სიტყვის კაცის რეპუტაცია აქვს”, - მითხრა 2010 წელს ორმა უცხოელმა ბიზნესმენმა, რომლებთანაც მას საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა. უპირველეს ყოვლისა, მათ აღნიშნეს ივანიშვილის კორექტულობა საქმიან ურთიერთობებსა და ფინანსურ ოპერაციებში. ასეთივე დარჩა იგი პოლიტიკაში: 2018 წლის ნოემბერში, ქართველი ხალხისადმი მიმართვაში, მან პირობა დადო, რომ ან დაარეგულირებდა პრობლემებს ერთ წელიწადში, ან წავიდოდა. გავიდა ორი წელი, ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესება არ მოხერხდა და ივანიშვილი, როგორც სიტყვის კაცი, წავიდა.

- რამ შეუშალა ხელი ივანიშვილსდა სრული ძალაუფლების მქონე "ქართულ ოცნებას" პრობლემების გადაჭრაში?

- ოპოზიციამ და პანდემია. 2019 წელს სააკაშვილის პროვოკატორთა დესტრუქციული ჯგუფები - ”ქუჩის” და საპარლამენტო ოპოზიცია ტელეკომპანია ”რუსთავი 2” -ის მხარდაჭერით - შეეცადნენ საზელმწიფო გადატრიალება მოეხდინათ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რუს პარლამენტართა დელეგაციას გავრილოვის ხელმძღვანელობით. შედეგად, შეწყდა პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან და რუს ტურისტებს რეკომენდაცია მიეცათ, თავი შეიკავონ საქართველოში ვიზიტისგან. ასე ჩაიშალა 2019 წლის ტურისტული სეზონი და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტმა დაკარგა ძირითადი შემოსავლის წყარო. ხოლო 2020 წელს მეორე ტურისტული სეზონი ჩაშალა COVID-19 ეპიდემიამ, რომლის გავრცელებასაც საქართველოში მიზანმიმართულად უწყობდნენ ხელს. ზემოჩამოთვლილი ანტისახელმწიფოებრივი დივერსიები საქართველოში შესაძლებელი გახდა ხელისუფლებაში ჩანერგილი მესაბოტაჟეებისა და უბრალოდ ლაჩარი ყეყეჩების ხელშეწყობით, რომლებსამხოლოდ საკუთარი კორუფციული და კარიერული მიზნები ამოძრავებდათ.

- რამდენად გონივრულია წასვლა ასეთ მძიმე ვითარებაში და ამით ხელისუფლებისთვის „თავის მოკვეთა“? აი რა აწუხებთ ძალიან მოქალაქეებს, რომლებმაც ჯერ კიდევ გუშინ ხმა მისცეს "ქართულ ოცნებას" ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, დღეს კი თავს მიტოვებულად გრძნობენ. ცოდვა გამხელილი ჯობს და - Facebook–ი სავსეა სააკაშვილის მომხრეების მუქარის შემცველი „პოსტებით“...

- რამდენიმე დღის წინ ივანიშვილი დაჯილდოვდა საპატიო ლეგიონის ორდენით, როგორც უდიდესი მეცენატი. მან საქართველოში 3 მილიარდი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში, წასვლისას კი ამას 1.5 მილიარდის ღირებულების უძრავი ქონება დაუმატა და, სავარაუდოდ,   1 მილიარდის ღირებულების ნახატების კოლექციასაც დაამატებს. სულ ჯამში 5,5 მილიარდი დოლარია. თქვენ მლანძღავდით, როგორც უღირს პოლიტიკოსსა და მენეჯერს?! აგერ, მივდივარ, ჩემზე უკეთ უხელმძღვანელეთ, თუ შეძლებთ! თქვენ ყოველთვის თვალს გტაცებდათ ჩემფული, თითქოს თქვენი რამე მემართა! აი, თქვენ მთელი ჩემი ფული, მე მხოლოდ 200 მილიონი დავტოვე ჩემთვის და შვეულმფრენის ბაქანი, ათა დაგტოვოთ თქვენ, უმადურები! თქვენ გაიძახით, რომ ფულს ვშოულობდი სახალხო ქონებით და არ მაქვს უფლება, უბრალოდ წავიდე?! აი ყველაფერი, რასავფლობ, რაც ავაშენე და შევქმენი! ტურისტული, რეკრეაციული და კულტურული ობიექტები, ჩემი სახლები და საუკეთესმიწები, ეკლესიები და უნივერსიტეტი! აი დენდროპარკი, ომლის გამოც ამდენი წლის განმავლობაში დასცინოდით ივანიშვილს - აქაოდა, ამ შეშლის გემებით გადააქვს საუკუნოვანი ხეები! წაიღედა ახლა თავად შეეცადეთ ბიზნესი აკეთოთ ჩემ მიერ აშენებულ ობიექტებით! და მაპატიეთ შეცდომებისთვის - დიახ, მე მართლაც დავუშვი შეცდომები კადრებში, რომელთა გამოც ხალხი გაღარიბდა, თქვენ კი გამდიდრდით!”- უთხრა ივანიშვილმა თავისი წასვლით ყველა ოპონენტსა და არაკეთილისმსურველს.

- მაგრამ ფინანსური შემადგენლის გარდა, არსებობს პოლიტიკურიც - ივანიშვილი იყო არა მხოლოდ მეცენატი, არამედ პოლიტიკური ლიდერიც. და როგორც პოლიტიკურ ლიდერს, მას მიაჩნია, რომ ტოვებს ძლიერ პარტიას, რომელსაც 5 ელი არაფერი ემუქრება. ასევე - ის, რომ ტოვებს განსხვავებულ საზოგადოებას, არა იმას, რომელიც 2011 წელს დახვდა, არამედ - თავისუფალსა და მოტივირებულს, რომელსაც აქვს იმუნიტეტი დიქტატურის წინააღმდეგ და აღარასდროს დაუშვებს რეჟიმის რესტავრაციას. მაგრამ როგორ შეესატყვისება ეს იმ ფაქტს, რომ 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებულმა ოპოზიციამ, სააკაშვილის მეთაურობით, მრავალი მანდატი მოიპოვა?

- მეორეთი დავიწყებ - საზოგადოებით. დიახ, არ ვარ დარწმუნებული, რომ როდესაც სააკაშვილის ზონდერბრიგადები - სისხლის სამართლისა და სამხედრო დამნაშავეები, ჯალათები და ბიუჯეტის ქურდები - კვლავაც განიზრახავენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას რევოლუციური გზით, ადექვატური მოქალაქეები გამოვლენ რუსთაველის გამზირზე და „წალეკავენ“ აჯანყებულებს, და არ დასხდებიან სახლებში ტელევიზორებთან, როგორც 2003 წლის ნოემბერში... მჯერა, რომ დიქტატურა მეორედ ვერ იბოგინებს, მაგრამ თუ ასეც მოხდება, მაშინ მხოლოდ ქართველი ხალხი იქნება დამნაშავე და არა ივანიშვილი, რომელიც მეორეჯერ აღარ დაგვეხმარება: თუ ისევ ბატონი მოგინდებთ, ეს თქვენი საქმეა!” - შემთხვევით როდი აღნიშნა მან ტელეინტერვიუში. სააკაშვილის ცხრაწლიანი დიქტატურის განმავლობაში ოქალაქეებს ანადგურებდნენ სრულიად დანაშაულოდ, რაც ივანიშვილი ცხრაწლიანი დემოკრატიის შემდეგ ბევრმა დაივიწყა. ზოგი არ აფასებს, რომ შეუძლია მშვიდად გამოვიდეს ქუჩაში, დახვრეტის, გაუპატიურების ან ცემის რისკის გარეშე. დღეს ეს ადამიანები, თითქოსდა ჰამელნელი ვირთხაჭერიას ფლეიტით მოჯადოებული, ისევ მიდიან საარჩევნო ყუთებთან დამნაშავეებთან ხელკავით, რომლებიც მხოლოდ რევანშზე ოცნებობენ!

რაც შეეხება მმართველ პარტიას, მან პოლიტიკური დივიდენდები მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მილიარდერია, დასავლეთს მაინც ძალიან აწუხებდა ივანიშვილი, რადგან თავისი მილიარდების წყალობით ის დაუმორჩილებლობას ავლენდა. დღეს მათ შეუძლიათ მშვიდად დაიძინონ - მილიარდები აღარ არსებობს. აწი ვეღარავინ შეძლებს საქართველოს წაუყენოს ბრალდება, რომ მას "არაფორმალურად მართავს ოლიგარქი", გაზპრომის აქციონერი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში იშოვა!

- და ბოლო კითხვასაგარეო პოლიტიკის შესახებ. ივანიშვილს ტელეინტერვიუში რუსეთი ერთხელაც არ უხსენებია, თუმცა დიდი ენთუზიაზმით განაცხადა, რომ 2024 წელს საქართველო ევროკავშირში გაწევრების განაცხადს შეიტანს, რასაც ვერ ვიტყვით ნატოზე –ივანიშვილმა სინანულით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს ალიანსის ყველა მოთხოვნას, სააკაშვილის პროვოკაციის გამო 2008 წლის აგვისტოში, ან იმის გამო, რომ მან ეს ვერ აღკვეთა, საქართველონატოში გაწევრებაზე უარი თქვა - უკაცრავად, მაგრამ ჯერჯერობით არაფრით არ გამოვაო...

- საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროატლანტიკური პრიორიტეტები განხორციელებადია მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დალაგების შემთხვევაში, რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. აი ნახეთ: როგორც უკვე აღვნიშნე, მთავრობის პრიორიტეტი ტურიზმია, რადგან ტურიზმი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. საქართველოში მხოლოდ ტურისტული ობიექტები შენდება - სასტუმროები, რესტორნები, მაღაზიები და, რა თქმა უნდა, გზები. მთავარი ტურისტი კი რუსია, ყველაზე მრავალრიცხოვანი და გულუხვი, გაესაუბრეთ ქართველ ტუროპერატორებს, სასტუმროს მენეჯერებს, რესტორატორებსა და ვაჭრებს - ისინი დაადასტურებენ. მიიღებენ კი ევროკავშირში ქვეყანას - ეკონომიკურ აუტსაიდერს, რომლის მოსახლეობაც სიღარიბის ზღვარს მიღმაა? არა, არ მიიღებენ! არადა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა დამოკიდებულია რუს ტურისტსა და ასევე, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტზე. მაშასადამე, საქართველოს ევროკავშირში შესვლა პირდაპირ დამოკიდებულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარებაზე!

იგივე ეხება ნატოსაც, სადაც საქართველოს „ნაწილ–ნაწილ“, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, არ მიიღებენ “კოლექტიური თავდაცვის შესახებ” ალიანსის დებულების მე -5 პარაგრაფის შესაბამისად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კი საეჭვოა რუსეთის მონაწილეობის გარეშე. გამოდის, რომ საქართველოს გაწევრება ნატოში ასევე პირდაპირ არის დამოკიდებული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირებაზე. სხვა საკითხია, დაეხმარება თუ არა რუსეთი ქართველებს აფხაზებსა და ოსებთან მოლაპარაკებებში, როგორც სომხებსა და აზერბაიჯანელებს - ყარაბაღში, თუ გაიგებს, რომ საქართველოს ეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში შესასვლელად სჭირდება? ..

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილ
თბილისი, საქინფორმი
2021 წლის 18 იანვარი