უცხოეთი
სერგეი ლავროვი - დასავლეთს სურს რუსეთი საკუთარი ინტერესების განვითარებისთვის ხელსაყრელ ტერიტორიად აქციოს

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. ზოგიერთ დასავლურ ქვეყანას სურს, რუსეთი, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და სოციალურ-პოლიტიკურ სფეროში საკუთარი ინტერესების განვითარებისთვის ხელსაყრელ ტერიტორიად აქციოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„რუსეთის ნებისმიერი მცდელობა, დარჩეს დამოუკიდებელი, თავად დაიცვას საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკუთარი უფლებები და საერთაშორისო კანონი, უფრო მძაფრ წინააღმდეგობას აწყდება ჩვენი დასავლელი კოლეგებისგან, რომლებსაც სურთ, მორჩილებად გვაქციონ და გვაიძულონ, საერთო ადამიანური ღირებულებების უფრო საეჭვო ინტერპრეტაციებს დავთანხმდეთ, რომელიც რუსულ კულტურულ ტრადიციებს ეწინააღმდეგება. მათ სურთ, რუსეთი საკუთარი ინტერესების განვითარებისთვის ხელსაყრელ ტერიტორიად აქციონ,“- განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსმა დიპლომატებმა საკუთარი პოტენციალი, ცოდნა და გამოცდილება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ შერჩეული საგარეო პოლიტიკის კურსის „სტაბილური და მდგრადი განხორციელებისათვის“ უნდა გამოიყენონ.

interpressnews.ge