უცხოეთი
სერგეი ლავროვი რუსეთის მიერ ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტას არ გამორიცხავს და აცხადებს, „თუ გინდა მშვიდობა, მოემზადე ომისთვის“

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, ევროკავშირთან ურთიერთობები გაწყვიტოს, იმ შემთხვევაში, თუკი ბლოკი სანქციების დაწესებას განაგრძობს.

„მზად ვართ, იმ შემთხვევაში თუ კვლავ დავინახავთ, რაც არაერთხელ გვიგრძნია, რომ ზოგიერთ სფეროში გვიწესებენ სანქციებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეკონომიკას, მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე სფეროებში. დიახ, ჩვენ არ გვინდა მსოფლიო ცხოვრებისაგან იზოლაციაში მოვექცეთ, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. გინდა მშვიდობა, მოემზადე ომისთვის ”, - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა რუსეთი გააფრთხილა რომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო შესაძლოა ახალი სანქციების წინაშე აღმოჩნდეს. მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოვლისას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებას ულმობელი და ავტორიტარული უწოდა.

interpressnews.ge