უცხოეთი
“უნდა ვიმუშაოთ პოლიციასთან, სპეცრაზმებთან, მივიდეთ მათ სახლებში, თითოეულის მისამართი გამოვაქვეყნოთ, ერთხელ უკვე ტელეფონები გამოვაქვეყნეთ!”- სააკაშვილი

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ერთადერთი გზა არის ახლა ძალმომრეობის შეკავება, ეს ნიშნავს, რომ უნდა ვიმუშაოთ ყველასთანპოლიციასთან, სპეცრაზმებთან, აპარატის შიგნით ხალხთან, ყველას დედასთან და მამასთან უნდა მივიდეთ, აუწიონ ყური და სახლში მიყვანონ თავისი შვილები!, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სპეცრაზმელები დღეს საქართველოს განადგურებას ემსახურებიან. ერთადერთი გზა არის ახლა ძალმომრეობის შეკავება, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა ვიმუშაოთ ყველასთან, პოლიციასთან, სპეცრაზმებთან, აპარატის შიგნით ხალხთან. უკაცრავად, სპეცრაზმელები დოქსოპულოები არიან, თუ დედები და მამები არ ჰყავთ? ყველას დედასთან და მამასთან უნდა მივიდეთ, აუწიონ ყური და სახლში მიიყვანონ თავისი შვილები, ისინი ხომ ემსახურებიან საქართველოს დანგრევას და განდგურებას. არა მხოლოდ საქართველოს აღარ იცავენ, მათი ლოზუნგი, ვემსახურებით საქართველოს, სასაცილოდ ჟღერს უკვე. უნდა ველაპარაკოთ მათ დედებს, მამებს, მასწავლებლებს, უნდა მივიდეთ მათ სახლებში, თითოეულის მისამართი უნდა იყოს ცნობილი. ამაზეც ვმუშაობთ, რომ თითოეულის მისამართი გამოვაქვეყნოთ, ერთხელ უკვე ტელეფონები გამოვაქვეყნეთ, ყველას უნდა დაველაპარკოთ. ეზოში რომ ჩავლენ, უნდა დაელაპარაკონ, თუ მაინც გააგრძელებენ, სალამი არ უნდა მისცენ, მათ არ უნდა გამოეჩინებოდეთ წესიერ საზოგადოებაში, თუ გვინდა, გვქონდეს მომავალი. ნამდვილი მებრძოლი ერები ასეთ ხალხს თავის რიგებში არ აჭაჭანებენ და უკეთებენ მათ შიდა ბოიკოტს,  – განაცხადა სააკაშვილმა „ტვ პირველის ეთერში“.