უცხოეთი
ბრიტანეთის საელჩო - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, განმუხტონ დაძაბულობა - გახანგრძლივებული კრიზისი არავის ინტერესშია, საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს და მხარეებს მოუწოდებს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და დაძაბულობა განმუხტონ.

როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო უკეთსს იმსახურებს.

„ახლა რთული ვითარებაა. როგორც მეგობარი, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს. გახანგრძლივებული კრიზისი არავის ინტერესშია. საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

interpressnews.ge