უცხოეთი
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი - ნუ წახვალ ამ გზით, ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო!

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

„ნუ წახვალ ამ გზით, საქართველო. ძალიან ბევრი ადამიანი და ქვეყანაა ევროპაში და დასავლეთში, რომელიც მოხარული იქნება თქვენი იგნორირებით - ერთით ნაკლები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელზეც უნდა ვიდარდოთ. ისინი კვებავენ თვითწარმოქმნილ ნარატივს თქვენზე, რომ რეფორმების გატარება არ შეგიძლიათ და არ იმსახურებთ მხარდაჭერას,“- წერს ყოფილი პრეზიდენტი.

მისი თქმით, სერიოზულად აღელვებს ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება.

„დიპლომატიური განცხადებებისგან განსხვავებით, როდესაც ვამბობ, რომ "ღრმად შეშფოთებული" ვარ, ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად ვარ აღელვებული, ზიზღს იწვევს, რაც ქვეყანაში ხდება, რომლის პოპულარიზაციისთვის, დაცვისთვის, გაზრდისთვის, დახმარებისთვის 23 წელი გავატარე. ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო!“- წერს ტომას ჰენდრიკ ილვესი.

interpressnews.ge