სამართალი
იყენებენ გაზს და ძალადობას პუტინის მსგავსად. ივანიშვილის რეჟიმმა ამისთვის უნდა ზღოს! – პავილიონისი

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ლიეტუვის პარლამენტის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ „ივანიშვილის რეჟიმმა ამისთვის უნდა ზღოს“.

„გავიღვიძოთ, მოდით, დავრეკოთ ზარები და მოვახდინოთ რეაგირება. დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. იყენებენ გაზს და ძალადობას პუტინის მსგავსად. ივანიშვილის რეჟიმმა ამისთის უნდა ზღოს, – წერს ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დააკავეს.