უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - სურთ რუსეთი დაასუსტონ და გარე კონტროლის ქვეშ მოაქციონ, როგორც ეს ზოგიერთ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში ხდება

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. კვლავ სურთ, რუსეთი დაასუსტონ და გარე კონტროლის ქვეშ მოაქციონ, როგორც ეს პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ ქვეყანაში ხდება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

“ე.წ. რუსეთის შეკავების პოლიტიკის წინაშე ვდგავართ. ეს არ ეხება კონკურენციას, რომელიც ბუნებრივია საერთაშორისო ურთიერთობებისათვის, არამედ თანმიმდევრულ და ძალიან აგრესიულ ხაზს, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი განვითარების ჩაშლას, მის შენელებას, პრობლემების შექმნას გარე პერიმეტრის გასწვრივ, შიდა არასტაბილურობის პროვოცირებასა და იმ ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრას, რაც რუსულ საზოგადოებას აერთიანებს და საბოლოოდ რუსეთის შესუსტებასა და გარე კონტროლის ქვეშ მოქცევას, როგორც ეს ხდება პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ ქვეყანაში ", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

მისივე თქმით, არის მცდელობა, ეჭვქვეშ დააყენონ რუსეთის სამედიცინო მიღწევები კორონავირუსთან ბრძოლაში.

„ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანია უაპელაციო და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მთელი რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ხდება აბსურდული, ვიტყოდი, სხვადასხვა სახის ანეგდოტური შეთქმულების თეორიები. არის მცდელობა, მაგალითად, ბოლო დროს, ეჭვქვეშ დააყენონ ჩვენი სამედიცინო მიღწევები კორონავირუსთან ბრძოლაში“, - განაცხადა პუტინმა.კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, დასუსტდეს რუსეთი და მოხდეს მასზე საგარეო კონტროლი.

interpressnews.ge