საზოგადოება
ორთაბრძოლამ ღარიბაშვილის "ქართულ ოცნებასა" და გახარიას "მესამე ძალას" შორის უნდა დაჩრდილოს მთავრობისა და ოპოზიციის დაპირისპირება! - არნო ხიდირბეგიშვილი

   ... კვირა საღამოს ოპოზიციურმა ტელეარხმა მთავარარხი, რომელსაც ხელისუფლებამ "გლავკანალი" შეარქვა, რუსეთის ინტერესებში სააკაშვილი&გუნდის საქმიანობაზე ქარაგმულად მინიშნებით, "მოულოდნელად" აჩვენა ექვსი თვის წინანდელი ინტერვიუ, სადაც სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი და ამჟამად პატიმარი ივანე გულაშვილი ჰყვება იმ დავალებების შესახებ, რომლებსაც მას უშუალოდ აძლევდნენ შს მინისტრის მოადგილე საბანაძეზე. ესაა პოლიტიკოსების ბინებში ვიდეოკამერების დამონტაჟება ფარული თვალთვალის მიზნით, მათ ავტომანქანებზე სათვალთვალო ხელსაწყოების დაყენება, თუმცა ინტერვიუში მთავარი ადგილი "გავრილოვის ღამის" გაცემულ დავალებებს უკავია. ესაა მომიტინგეების მოწამლვა სისხლის გათეთრების გამომწვევი ტალღებით; ავტომანქანის აფეთქებაც „მოლოტოვის კოქტეილით“ შუაგულ ხალხში; ოპოზიციის ლიდერების თვალთვალი პარლამენტის შენობის სახურავზე დამონტაჟებული ვიდეოკამერებითა და დრონით, შემდეგ კი ამ ჩანაწერებით "7 ვინჩესტერის" ამოღება უტილიზაციის მიზნით. აი აქ გულაშვილი მუდმივად ახსენებს მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, მოგვიანებით კი - პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც თითქოსდა ყველაფერს თვალს ადევნებდა, გადაწყვეტილებებს იღებდა და ბრძანებებსაც გასცემდა.

   ვის და რაში „მოულოდნელად“ დასჭირდა ყოფილი პრემიერის კომპრომეტირება, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინ უარი თქვა ოპოზიციის ლიდერის დაკავების სანქცირებაზე და ამის გამო თანამდებობა დატოვა? ეს ნათელი გახდა მეორე დღეს, ორშაბათს, როდესაც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მალე შეხვდება მათ მოქმედი პოლიტიკოსის ამპლუაში, რადგან "არსად წასვლას არ აპირებს და არც არასდროს წასულა პოლიტიკიდან". ანუ, თუ თავისი ეფექტური გადადგომით გახარიამ "თვალთხარიობა" ჩამოიბანა, გუშინდელი განცხადებით კი უკვე "მიხარია" იქცა, რაც წინასწარ კარგად მომზადებულ პიარ-კამპანიაზე მეტყველებს.

   თუ გახარია ქმნის იმ "მესამე ძალას", რომელმაც უნდა შეცვალოს "ქართული ოცნება" და რომელზეც პოლიტიკიდან წასვლისას ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა; თუ გავითვალისწინებთ პარლამენტში, მთავრობაში, ადგილობრივ და ძალოვან სტრუქტურებში გახარიას მხარდამჭერებს; მისი მომხრეების ათასობით კომენტარსდა ათიათასობით სოლიდარობის ლაიქს მისი გადადგომის დღეს, ასევე გახარიას უკიდურეს "შეუთავსებლობას" სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველპარტიის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან, მაშინ ძალაუფლებისთვის ორთაბრძოლამ პრემიერღარიბაშვილის "ქართულ ოცნებასა" და ექსპრემიერგახარიას "მესამე ძალას" შორის მთლიანად უნდა დაჩრდილოს დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის! ამით ამოიწურება ხელოვნურად შექმნილი „პოლიტიკური კრიზისი“ საქართველოში, დასავლელი ფასილიტატორი-მედიატორების დიდად სასიხარულოდ... უფრო მეტიც, გახარიას შეუძლია გამოიყენოს ოპოზიცია სათავისოდ, ათა გაზარდოს ამ დაპირისპირებაში საკუთარი შანსები. ან პირიქით - ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გახარიას ფაქტორი შეიძლება გამოყენებულ იქნას სააკაშვილის ოპოზიციის მიერ.

არსებობს მესამე ვარიანტიც - ოპოზიცია ერთმანეთს გადაჰკიდებს "ქართულ ოცნებასა" და "მესამე პოლიტიკურ ძალას", რათა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეები დასუსტდნენ ერთმანეთთან ბრძოლაში რაც შეიძლება მეტად! და მაშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სააკაშვილის ბორტი დაეშვება ... აი რატომ „გაიხსენა უცებ“ გლავკანალმა” გულაშვილთან წლინახევრის წინანდელი ინტერვიუ და აჩვენა ის გასულ კვირას, და, შესაძლოა ამით ფულიიშოვა! ერთი მხრივ, თითქოსდა მოახდინა გახარიას, რომელიც შს მინისტრობის დროს დანაშაულებრივ ბრძანებებს გასცემდა, და წინასწარ - მისი “მესამე ძლის“ დისკრედიტაცია, რომელსაც კარალევა მარგომ” გუშინ "ქართული ოცნება - 2" უწოდა (ანუ თითქოს იმუშავა ღარიბაშვილისა და „ოცნების“ სასარგებლოდ - მისი პოტენციური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ)! ერთდროულად კი, გულაშვილის სკანდალური ტელეინტერვიუს კადრებმა მოახდინა მოქმედმთავრობს “კომპრომეტირებაც“, რომელსაც არცთუ დიდი ხნის წინ "წარმატებით" ხელმძღვანელობდა გახარია!

P.S. 100 დოლარს ჩამოვდივარ ერთის წინააღმდეგ, თუ დასავლელი მედიატორ-ფასილიტატორები როდესმე გაიგებენ ქართული პოლიტიკის ეროვნულ თავისებურებებს!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 23 მარტი
საქართველო, თბილისი