პოლიტიკა
გიორგი გახარია - საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. დღეს განვაცხადე, რომ ვრჩები ქართულ პოლიტიკაში, ამჟამად ვმუშაობ პოლიტიკურ დღის წესრიგზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს.

„დღეს მე განვაცხადე, რომ ვრჩები ქართულ პოლიტიკაში. ამჟამად ვმუშაობ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება“,- წერს გახარია.

გიორგი გახარიამ 22 მარტს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„არსად წასვლას არ ვაპირებ, მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ, მალე შევხვდებით“,- აღნიშნა გახარიამ.

გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.