პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თორნიკე რიჟვაძის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით აბსურდია

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მმართველი, ეფექტური მენეჯერი, ჩვენი გუნდის წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის აბსურდი.

„აბსოლუტურად გაუგებარია და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული, დღევანდელი აჟიოტაჟი და რა თქმა უნდა ეს არის აბსურდი. ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.