საზოგადოება
არმენ სარქისიანი - საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის

 საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის, – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

არმენ სარქისიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გულთბილი დახვედრისთვის.

„სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს საუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს მეზობელ საქართველოსთან მეგობრობასა და თანამშრომლობას. ქართველი და სომეხი ხალხი საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ გევრდიგვერდ. სომხები საქართველოს კულტურული, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური ცხოვრების აქტიურ ნაწილს წარმოადგენდნენ. დღესაც სომხურ ბიზნესს დიდი ინვესტიცია აქვს საქართველოში და ქართველი ბიზნესმენებიც მუშაობენ სომხეთში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილა დღის წესრიგის ფართო სპექტრი.

„ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის განახლებასა და მრავალ სხვა სფეროში. არის ასევე თანამშრომლობის დიდი პოტენციალი თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, მაღალი ტექნოლოგიების, ბიოტექნოლოგიების განვითარების, კიბერუსაფრთხოების, სურსათის უზრუნველყოფის საკითხებში. ეს თანამშრომლობა ორმხრივი და მრავალმხრივია. მინდა, გავიმეორო პრეზიდენტის ნათქვამი და ვფიქრობ, ორივე პრეზიდენტების ინსტიტუტების თანამშრომლობის ქვეშ, შეგვიძლია, თანამედროვე ბიზნესურთიერთობები გავაღრმაოთ ორ ქვეყანას შორის. ვირწმუნები, თქვენთან ერთად ვიმუშაოთ, რომ ბიზნესურთიერთობები განვითარდეს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ. განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. თანამშრომლობის ხელშესაწყობად ძალისხმევას არ ვიშურებთ. მიმდინარეობს მუშაობა როგორც სომხეთ- საქართველოს მთავრობათშორისი კომისიის, ასევე უწყებათაშორის დონეზე ორმხრივი თანამშრომლობის ამჟამინდელი დონის ასამაღლებლად. როგორც აღვნიშნეთ, გეთანხმებით, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტებს შეუძლიათ, განსაკუთრებული როლი შეიტანოს ამ საქმეში“, – განაცხადა არმენ სარქისიანმა.