სამართალი
შსს-მ დავით გარეჯში ივერი მელაშვილსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინიტრომ „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ძალადობის ფაქტზეა დაწყებული.

„დავით გარეჯში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო“,- აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. ივერი მელაშვილის განცხადებით, სასულიერო პირები, რომლებიც დავით-გარეჯში „მთავრი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და მას თავს დაესხნენ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. როგორც მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, საქმეში "აშკარად ეტყობოდა ვიღაცის ორკესტრირებული ხელი".